15.დეკემბერი.2015 10:03
ეკონომიკა

არჩილ მამათელაშვილი : "გაზპრომი" კომერციულზე მეტად პოლიტიკური კომპანიაა

არჩილ მამათელაშვილი : "გაზპრომი" კომერციულზე მეტად პოლიტიკური კომპანიაა
-საზოგადოებამ გაზპრომთან ენერგეტიკის სამინისტროს მოლაპარაკებების შესახებ რუსული მედიისგან შეიტყო. როდესაც ხელისუფლება ისეთ კომპანიასთან, როგორიც გაზპრომია მოლაპარაკებებს აწარმოებს, თქვენი აზრით, აქ ყველა მხარე ჩართული არ უნდა იყოს? 
 
- რა თქმა უნდა, როდესაც მსგავსი მნიშვნელობის კომპანიასთან ურთიერთობების ხელახლა აღდგენაზეა საუბარი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია, თუნდაც იმაზე თუ რა აუცილებელმა ფაქტორებმა გამოიწვია ეს.

სავარაუდოდ აქ კონკრეტული კომერციული საკითხებიც იყო, რომელთა გასაჯაროებაც მიზანშეწონილი არ იყო.

- იმ ფონზე, როდესაც სოკარი მზადაა კომერციული სექტორი დააკმაყოფილოს, მთავრობა ალტერნატიული მომწოდებელს გაზპრომის სახით რატომ ეძებს?

- არ ვიცი. მიზეზი შეიძლება იყოს ან დივერსიფიკაცია ან ფასი.

- აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება თუ არა რისკის ქვეშ დადგეს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია? ეს რისკი არსებობს?

- კი არსებობს, მაგრამ მეორეს მხირივ აზერბაიჯანს ჩვენს გარდა სხვა გზის მოძებნა საკმოად გაუჭრდება. ეს ორი ქვეყანა ერთმანეთზე საკმაოდ დამოკიდებულია და კარგი ურთიერთობების არევა ორივეს დააზარალებს.

- უნდა იმუშაოს თუ არა მთავრობამ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს საქართველო რუსულ გაზზე დამოკიდებული?

- დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე მათი კომერციული გაზის ფასი სხვა ალტერნატივებთან შედარებით დაბალი არ არის , თუმცა პოლიტიკური ფასი აქვს. მნიშვენლოვანია, გაზსაცავის მშენებლობა.
 
გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების დაახლოებით 70%-ს გაზპრომი ევროპაში გაზის გაყიდვით იღებს, ისინი თვითონ არიან ევროპაზე დამოკედებულები და ამიტომ ევროპასთან მოლაპარაკებებზე ყოველთვის მიდიან. გაზპრომი "აშანტაჟებს" იმ სახელმწიფოებს, რომელთა წილი მათ ბალანსებში მნიშვნელოვანი არ არის.
 
- ბოლო ინფორმაციით, რომელიც ენერგეტიკის სამინისტომ გაავრცელა: “სახელმწიფო “გაზპრომიდან” კომერციული სექტორისთვის ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის შესყიდვას არ გეგმავს , რადგან კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებელებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ მომწოდებელი და გააფორმონ ორმხრივი ხელშეკრულება ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით. თუმცა მეორეს მხრივ, მოლაპარაკებებს ამ დროის განმავლობაში გაზპრომთან სწორედ მთავრობა მართვდა, თქვენი აზრით, მაშინ რატომ არ იყო კომერციული სექტორი ჩართული?

- ვერ გეტყვით. სავარაუოდ მიზეზი შეიძება იყოს ის, რომ გაზპრომსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადახედვა იწყება და გაზპრომსა და ჩვენს შორის კომერციული ურთიერთობების აღდგენა ხდება (არსებული სომხეთის ტრანზიტს თუ არ ჩავთვლით), ამიტომ გაზპრომს პირველ ეტაპზე მთავრობის ჩართულობა სჭირდება. გაზპრომი კომერციულზე მეტად "პლიტიკური" კომპანიაა.

- ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, “გაზპრომის” საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შემთხვევაში არსებობს მეთოდოლოგია ე.წ. სტრესს ტესტს, რომელიც გამოყენებული იქნა ენერგეტიკული გაერთიანების სხვადასხვა ქვეყნების რუსეთიდან მოწოდებული ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შეფასების მიზნით. საქართველოც იყო ჩართული ამ პროცესში და დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით რისკები მინიმალურია.

- სტრეს ტესტები აგებულია გარკვეულ დაშვებებზე, რომლების სავარაუდოდ სტატისტიკაზე (რომელიც საკმაოდ მწირია პარამეტრული ტესტების ჩასატარებლად) დაყრდნობით არის გაკეთებული. რეგიონში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, ენერგომატარებლების ფასის ვარდნის პირობებში, იმდენად რთული განსასაზღვრია, რომ სტრეს ტესტები ზუსტ პასუხს მაინც ვერ მოგვცემენ.

- და ბოლოს, რას იტყვით რეფორმებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს, რომ ევროპას დაუახლოვდეს?

- ყველა რეფორმა რომელსაც ევროპის ენეგეტიკული საზოგადოება ითხოვს შესაძლია სწრაფად ვერ განხორციელდეს, მაგრამ მათთან მოლაპარაკება შეიძლება. მნიშვნელოვანია ენერგო ბაზრის მოდელის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა, ჰეჯირების და საკლირინგო მექანიზმების ჩართვით. აგრეთვე, საჭიროა ინვესტიციების განხილვის პროცედურის დაჩქარება



24.მაისი.2018 00:11
305

"ქეთის ბისტროში" ცეცხლი გაჩნდა

ვრცლად
23.მაისი.2018 20:00
350

ელჩი: სამწუხაროდ, ჩეხეთში მაღალი ხარისხის ქართული ღვინის შეძენა შეუძლებელია

ვრცლად
23.მაისი.2018 19:43
87

მთავრობა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად ზარალის 15%-მდე შემცირებას ვარაუდობს

ვრცლად
23.მაისი.2018 18:44
216

"საქართველოს ხარჯები თავდაცვაზე მნიშვნელოვნად აღემატება ნატოს 2%-იან სტანდარტს"

ვრცლად
23.მაისი.2018 17:00
299

ქარის სადგურის დაზღვევის ტენდერში „ალდაგი“ „ირაოს“ დისკვალიფიკაციას ითხოვს

ვრცლად
23.მაისი.2018 16:43
34

„საქართველოში შემოსული საწვავი შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს და არაფერია საგანგაშო“

ვრცლად