02.მარტი.2016 13:10
ეკონომიკა

არჩილ იაკობაშვილი: რეცესიის შუქნიშანი ყვითლად არის განათებული

არჩილ იაკობაშვილი: რეცესიის შუქნიშანი ყვითლად არის განათებული
არჩილ იაკობაშვილი მთავრობას ფისკალური სისტემის ფუნდამენტურ რეფორმირებას ურჩევს. როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, რეფორმა სტაბილიზაციისა და სტიმულირების კომპონენტისგან უნდა შედგებოდეს. კერძოდ, იაკობაშვილის თქმით, სტაბილიზაციის პროცესში საბიუჯეტო ხარჯების 30 პროცენტით შემცირება უნდა მოხდეს, რის შედეგადაც დეფიციტური ხარჯვის საჭიროება აღარ იქნება. ასევე როგორც იაკობაშვილი ამბობს, საჭიროა დღგ-ს განაკვეთის 15 პროცენტამდე შემცირება ან მისი დივერსიფიკაცია სხვადასხვა დარგების მიხედვით. იაკობაშვილი საშემოსავლო გადასახადის 15 პროცენტამდე შემცირების ინიციატივითაც გამოდის.
 
"დეკემბერში, იანვარში და თებრვალში დეფიციტურმა ხარჯვამ ჯამურად 600 მილიონი ლარი შეადგინა. თუ ეს თანხა ეკონომიკას მხოლოდ იმდენით დაეხმარა, რომ იანვარში ზრდა 0,8 პროცენტი, დეკემბერში კი 0,3 პროცენტი იყო, ეს ნიშნავს რომ ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 0-დან 1-მდე შუალედში მერყეობს, რაც ნიშნავს რომ რეცესიის შუქნიშანი ყვითლად არის განათებული. თუ პირველ და მეორე კვარტალში უფრო ნულისკენ დაიძრა, ეს უკვე ნიშნავს რომ რეცესიის შუქნიშანი გაწითლდება.

აუცილებელია ფისკალურ სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატრება. წელს უნდა დაანონსდეს, რომ მომავალი წლიდან საშემოსავლო გადასახადი შემცირდება 15 პროცენტამდე, რაც საგადასახადო კოდექსში გაწერილია.
 
ასევე, თვითმართველობის რეფორმა ბოლომდე არ არის მიყვანილი. ფინანსური კომპონენტი საერთოდ არ განხორციელებულა, რაც ნიშნავს რომ ჩვენ გვყავს თვითმართველები საკუთარი ფინანსების გარეშე. ეს ფაქტიურად საათის ბომბია", - განაცხადა იაკობაშვილმა.



17.იანვარი.2019 10:30
25

მცხეთის მორატორიუმში ცვლილებები 1 მარტამდე შევა - რას უნდა ელოდონ გარემოვაჭრეები?

ვრცლად
17.იანვარი.2019 10:00
85

,,ჯორჯიან ეარვეისი“ წელს ორ ახალ ბოინგს ჩამოიყვანს

ვრცლად
16.იანვარი.2019 22:00
3843

15 მლნ ევროს ინვესტიცია - საგურამოში ფინური სკოლა მოსწავლეებს სექტემბრიდან მიიღებს

ვრცლად
16.იანვარი.2019 21:45
149

EMC: “მწვანე კონცხის განაშენიანების შესახებ დადგენილება რომ უკანონოა, სახალხო დამცველიც იზიარებს

ვრცლად
16.იანვარი.2019 21:41
176

შალვა ალავერდაშვილი: „მინისტრმა ტურიზმის სექტორის გულისტკივილი მოისმინა და ჩაიწერა“

ვრცლად
16.იანვარი.2019 20:35
81

„საქართველო სამოქალაქო ავიაციაში ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს ატარებს“

ვრცლად