მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: ლარის გაუფასურება მოლოდინებს და სეზონურობას უკავშირდება

56a5f85231da7
BM.GE
25.01.16 14:24
1982
ნეგატიური მოლოდინები და სეზონურობა, - ეს ის ორი ფაქტორია, რომელსაც არჩილ გაჩეჩილაძე ლარის გაუფასურებას უკავშირებს. "გალტ & თაგარტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ გარე ფაქტორებიდან საქართველოზე გავლენა, აზერბაიჯანსა და რუსეთში მიმდინარე პროცესებმა იქონია.
 
„ლარის გაუფასურება, უფრო მოლოდინებს უკავშირდება. რუბლის სისუსტემ, ნავთობის ფასების ვარდნამ და აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებმა ალბათ მოლოდინები შექმნა საქართველოში. თუმცა აზერბაიჯანს ფუნდამენტური გავლენა არ ჰქონია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

ძირითადად რასაც ვხედავთ სეზონური მოვლენაა. იანვარში ყოველთვის ახასიათებს ხოლმე კურსს დაცემა, ვინაიდან ბევრმა ბიზნესმა ახალი წლის ფარგლებში გაყიდა თავისი საქონელი და ჰქონდა ლარი, რომლის გადოლარება დასჭირდა. ერთი მხრივ, სეზონური ფაქტორია იანვარში, მაგრამ მეორე მხრივ, რაც უფრო მნიშვმელოვნად მიმაჩნია არის მოლოდინები. მოლოდინებს მართვა არ სჭირდება, - იქმნება, მერე ჩაცხრება და შეიცვლება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს და ბაზრის მონაწილეებს ესმოდეთ, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესის ხელშემწყობია. ეს თუ იქნება, მოლოდინებიც შეიქმნება.

ეკონომიკური სტაბილურობა არასწორად არის ასოცირებული დოლარის კურსთან. საგანგაშო მართლაც არაფერი ხდება, მაგრამ 3 პროცენტიანი დევალვაციაც მნიშვნელოვანია, როდესაც სესხი დოლარში გაქვს.

გარე შოკები ყოველთვის იქნება, ხან პლიუსისკენ, ხან მინუსისკენ. გარემო ხან ხელს შეგვიწყობს და ხან ხელს შეგვიშლის“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.