05.თებერვალი.2016 15:48
საზოგადოება

არასამთავრობოები "მაესტროს" მენეჯმენტს "ბიზნესკონტაქტის" სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობოები "მაესტროს" მენეჯმენტს "ბიზნესკონტაქტის" სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობისკენ მოუწოდებენ
ბიზნესგაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია "მაესტროს" ახალ მენეჯმენტს საზოგადოებრივი აზრის გათავლისწინებისკენ მოუწოდებენ, რათა გადაცემა "ბიზნესკონტაქტის" სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდეს.
 
"გავრცელებული ინფორმაცით, ტელეკომპანია მაესტროში მენეჯმენტის ცვლილებასთან ერთად შესაძლოა გადაცემა "ბიზნესკონტაქტის" ფორამატის და სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, რაც ვფიქრობთ საზიანოა, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის განვითარებისათვის. გადაცემა "ბიზნესკონტაქტი“ დღიდან დაარსებისა გამოირჩეოდა ობიექტურობით მიუკერძოებლობით და მაღალი პროფესიონალიზმით, რომელიც ეკონომიკურ სივრცეში ერთერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემაა. მივმართავთ ახალი მენეჯმენტის წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ საზოგადოებრივი აზრი და არ ჩაერიონ სარედაქციო პოლიტიკაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა,  საზოგადოება და ბანკები, სიდა, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, მენაშენეთა ასოციაცია, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, მედიის განვითარების ფონდი, საქრთველოს ატლანტიკური საბჭო, ბიზნეს ასოციაცია ქალები მომავლისათვის, ელენე ხოშტარია.



28.მაისი.2018 13:32
21

"დადგენილია ტერიტორიები, სადაც სამშენებლო ნებართვების რევიზია უნდა მოხდეს"

ვრცლად
28.მაისი.2018 13:20
29

სახელმწიფო არაფორმალური განათლებას აღიარებას გეგმავს

ვრცლად
28.მაისი.2018 10:19
60

საქართველო და ბრიტანეთი სასწავლო გაცვლით პროგრამებს შეიმუშავებენ

ვრცლად
27.მაისი.2018 20:45
136

გამოკითხული მოსახლეობის 94%-ს საჯარო სკოლაში რაიმე საკითხი არასდროს გაუპროტესტებია

ვრცლად
27.მაისი.2018 20:05
101

ვინ და როდიდან იცხოვრებს რუსთავის სოციალურ საცხოვრებელში

ვრცლად
27.მაისი.2018 18:19
232

სად უყვართ Facebook?

ვრცლად