მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მენეჯმენტს კომპანია მომგებიანი ეგონა, მაგრამ სინამდვილეში წაგებაზე მუშაობდა"

5c160da5e2f82
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.18 18:00
1641
აუდიტორული კომპანია BDO-ს საქართველოს ოფისის მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს კერძო ბიზნესის ფინანსური ანგარიშგებების გასაჯაროების პროცესი ქვეყანაში ფინანსური გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს აწესებს.

ლალაზაშვილის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კერძო ბიზნესს უბიძგებს ყოვლისმომცველი აუდიტორული ანგარიშების მომზადებისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში, თავად კომპანიის მიერ შედგენილ ანგარიშგებაზე უფრო ზუსტია და რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იმასაც ავლენს, რომ კომპანია მოგების ნაცვლად ზარალზე მუშაობდა.

„თავად ფაქტი, რომ კომპანიებმა დაიწყეს ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნება არის მისასალმებელი და ეს მოხდა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში. თავად კომპანიებისთვისაც, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია.

ბევრმა კომპანიამ სწორედ ახლა მოამზადა პირველად ფინანსური ანგარიშგება, იმ სახით, რა სახითაც თქვენ აკეთებთ ანალიზს. ვინაიდან აქამდე არ იყო სავალდებულო ფინანსური ანგარიშგების მომზადება, ბევრი კომპანია ამზადებდა მხოლოდ შიდა მიზნებისთვის.

ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად იცვლება ხოლმე ის მაჩვენებლები, რაც ომპანიებმა დათვალეს და რაც ჩვენ შევაფასეთ. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც კომპანიას მოგება ეგონა და აღმოჩნდება ხოლმე ზარალიანი“, - ამბობს ლალაზაშვილი.