მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქტიური პედაგოგის ხელფასი 1500 ლარიდან დაიწყება - განათლების მინისტრი

5c41d4af998dd
BM.GE
18.01.19 17:23
871
საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგთა ხელფასების ზრდის შესახებ განაცხადა. მინისტრის თქმით, კონკრეტულ გეგმას და ვადებს თუ რა პროგრამით მოხდება პედაგოგთა ანაზღაურების მატება, სამინისტრო აპრილის ბოლოს წარადგენს. კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა ასევე თქვა, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება. 

"ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1500- ლარიდან დაიწყება. მაისში წარმოვადგენთ როგორ მოხდება, რა რაოდენობები იქნება, რომლის განხორციელებაც ამ წლის შემოდგომიდან დაიწყებ,"- განაცხადა მინისტრმა.