მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა ტაივანში საიდუმლო ლაბორატორია გახსნა

5671a79003a32
BM.GE
16.12.15 21:59
1416
Apple-მა ტაივანში საიდუმლო ლაბორატორია გახსნა, სადაც კომპანიის ინჟინერები ინოვაციური დისპლეის შექმნაზე იმუშავებენ, - აცხადებს Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. კორპორაციის კუთვნილი ნაწილობრივ საიდუმლო შენობა ტაივანში, ლონგტანის რაიონში მდებარეობს, ლაბორატორიას 50 თანამშრომელი ჰყავს. ისინი Apple-ის მოწყობილობებისთვის, მათ შორის iPad-სა და iPhone-სთვის ეკრანის შექმნაზე მუშაობენ. ცნობილი ხდება, რომ Apple-მა პერსონალის ნაწილი კომპანია AU Optronics-სა და Qualcomm-ის მწარმოებლისგან „ისესხა“. ლაბორატორიაში დასაქმებულთა ამოცანაა შემუშავდეს უფრო თხელი, მსუბუქი, ნათელი და მეტად ენერგოეფექტური მოწყობილობები. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია მუშაობს ორგანული სინათლის დიოდების ტექნოლოგიაზეც.