მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის აქციები უფასურდება

59c5236182fa7
BM.GE
22.09.17 19:00
1634
ამერიკულ ტექნოლოგიურ კორპორაცია Google-სა და ტაივანურ ტექნოლოგიურ კომპანიას HTC შორის გაფორმებული 1.1 მილიარდ დოლარიანი გარიგების ფონზე Apple- ის აქციების ფასი დაეცა.

ამერიკული კორპორაციის ფასიანი ქაღალდები 1.02% -ით 154.38 აშშ დოლარამდე გაუფასურდა, ხოლო Google-ის აქციები პირიქით 951.1 აშშ დოლარამდე (+ 0.38%) გაიზარდა.

UBS- ის სავაჭრო ოპერაციების დირექტორის არტა კაშინის განცხადებით, ეს ნაბიჯი შეიძლება Google- ის პირველი რეაქცია იყოს iPhone- ის წარმატების მიმართ.

"მოვაჭრეები მიიჩნევენ, რომ Google-ისა და HTC-ის გარიგებამ შესაძლოა iPhone-ს პოტენციური საფრთხე შეუქმნას", - აცხადებს კაშინი.

კორპორაცია Google სმარტფონების ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა, როდესაც თავისი პირველი სმარტფონის ორი მოდელი Pixel და Pixel XL სან-ფრანცისკოში წარადგინა. მოსალოდნელია, რომ სმარტფონების მეორე თაობას კორპორაცია უკვე კომპანია HTC- თან ერთად შეიმუშავებს, რომელიც ბაზარზე 4 ოქტომბერს გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან Google-ის ფასიანი ქაღალდები 20.02% -ით, ხოლო Apple-ის 33.29%-ით გაიზარდა.