მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple iPhone,iPad და Mac-ისთვის საერთო აპლიკაციებს შექმნის

5c6d6d574b913
ლევან თაღიაშვილი
22.02.19 00:34
4013
როგორც Bloomberg წერს, 2021 წლისთვის Apple - iPhone, iPad და Mac-ისთვის საერთო აპლიკაციებს შექმნის, რაც IT სპეციალისტებს გაუმარტივებს აპლიკაციების, თამაშების და სხვადასხვა გაჯეტების შექმნას, ეს კი თავის მხრივ შემოსავალს კიდევ უფრო გაზრდის.

ამჟამად კომპანიას ყველა აპლიკაციის თითოეულ გაჯეტზე ცალ-ცალკე მორგება უწევს, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული. პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი iPad-ის აპლიკაციას Mac-ზე გაცილებით მარტივად გამოიყენებს და ეკრანის განსხვავებული ზომა პრობლემა აღარ იქნება. 

კომპანიამ ასევე 2 ახალი სერვისი დააანონსა, რომელიც პრემიუმ სიახლეების გამოწერას და ვიდეო კონტენტის განახლებას ეხება, ორივე მათგანის შესახებ მეტი დეტალი მარტში გახდება ცნობილი.

ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, Apple-ის აპლიკაციებში ცვლილებები შევა კომპანიის გადაწყვეტილებით „მარციპანი“ დაარქვეს.