მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის 300 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

5b48cd26c0ac4
სალომე ჭიპაშვილი
13.07.18 20:02
1841
Apple განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის ჩინეთში 300 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

Iphone-ის მწარმოებელი თავის 10 მიმწოდებელთან ერთად შექმნის ფონდს, რომლის დახმარებითაც განახლებადი ენერგიების წყაროები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იწარმოება. 2020 წლისთვის, კი Apple 4 გიგავატი მწვანე ელექტროენერგიის წარმოებას შეძლებს.

Apple-ის $300 მილიონიანი ფონდის მონაწილე მიმწოდებელ კომპანიებს წარმოადგენენ: Catcher Technology, Corning Inc, Luxshare-ICT, Pegatron და Wistron.
„ჩვენ ვამაყოფთ, რომ შემოგვიერთდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც კლიმატის გამოწვევების შესაბამისად, მზად არიან Apple-თან ერთად გარკვეული ნაბიჯები გადადგან “- აცხადებს Apple- ის გარემოს, პოლიტიკისა და სოციალური ინიციატივების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი, ლიზა ჯექსონი და აქვე დასძენს, - „ვიმედოვნებთ, რომ ეს მოდელი დანერგილი იქნება გლობალურად, რომელიც ყველა ზომის ბიზნესს დაეხმარება თავიანთი საქმიანობით, დადებითი გავლენა მოახდინოს ჩვენს პლანეტაზე“.
ცნობისათვის, ივნისში Samsung-მაც განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომპანიას ევროპაში, აშშ-სა და და ჩინეთში განახლებადი ელექტროენერგიის წყაროების 100%-ით გამოყენება სურს.