მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple ელექტრო ავტომობილების წარმოების იდეას უბრუნდება

59746ae8ef5c0
BM.GE
23.07.17 15:00
1043
Apple ელექტრო ავტომობილების ელემენტების უმსხვილეს ჩინურ მწარმოებელთან Contemporary Amperex Technology Limited ხელშეკრულებას აფორმებს.

„ამერიკული და ჩინური გიგანტები კონფიდენციალურ პროექტზე მუშაობენ და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებენ“, - Electrek-ი.

გასულ წელს, ამერიკული კორპორაცია ელექტრომობილის Project Titan შექმნას გეგმავდა, - მიზანი თვითმართვადი ავტომობილის შექმნა იყო, თუმცა პროექტი მალევე დაიხურა, რადგან Apple-მა აქცენტი უპილოტო პლატფორმაზე გააკეთა. როგორც ჩანს, Apple-ი ავტომობილების ბაზარზე შესვლის სურვილს კვლავ გამოხატავს და ამჟამად ჩინურ კორპორაციასთან იწყებს თანამშრომლობას.

Electrek-ის ცნობით, CATL-თან თანამშრომლობა Apple-ს ელექტრო ავტომობილის წარმოების საქმეში ხელს მნიშვნელოვნად შეუწყბს, რადგან ელემენტები აღნიშნული ტრანსპორტის ყველაზე სუსტ წერტილად და მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება.