19.აპრილი.2016 17:42
ბიზნესი

APM Terminals: მოკლე ვადაში ფოთის პორტის გაფართოების საჭიროება არ არსებობს

APM Terminals: მოკლე ვადაში ფოთის პორტის გაფართოების საჭიროება არ არსებობს
ფოთის პორტის გამტარუნარიანობის გაზრდა მოკლევადიან პერსპექტივაში საჭირო არ არის - ამის შესახებ APM Terminals-ის დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა Port Strategy-ს განუცხადა და გამოცემასთან ფოთის პორტის უპირატესობაზე აღნიშნა.
 
ლოურსენი ამბობს, რომ ფოთი სტრატეგიულად კარგი ადგილმდებარეობის მქონეა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ეკონომიკას თავისი აღმავალი და დაღმავალი ტრენდი აქვს.

უკვე არსებობს პორტის განვითარების გეგმაც ($250 მილიონიანი), რის შემდეგ პორტი 9000 TEU მოცულობის გემების მიღებას და გამტარუნარიანობის 1 მილიონი TEU -მდე გაზრდას შეძლებს.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სახმელეთო ნაწილის განვითარება კარგად მიმდინარეობს. APM Terminals-მა 2011 წლის შემდეგ, უკვე $70 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.
პორტის ტოპ-მენეჯერი საქართველოს აუთვისებელ საექსპორტო პოტენციალსაც ხედავს, მათ შორის ღვინისა და საკვები პროდუქტის კუთხით, რომელიც თავის მხრივ, ფოთის ტერმინალს დაეხმარება.

"ფოთს შეუძლია გასცდეს ქართული ბაზრის მომსახურებას და ისეთი სერვისები მიიღოს, რომელიც აზერბაიჯანისა და სომხეთისკენაა მიმართული“, - ამბობს ლოურსენი და მიიჩნევს, რომ ასათვისებელია ჩრდილოეთ ირანის ბაზარიც.

"ამ კუთხითაც არსებობს პოტენციალი, რომ ტვირთები შემდგომ თბილისისა და აზერბაიჯანის გავლით უმოკლესი სახმელეთო მარშრუტით იყოს გადატანილი - აღნიშნავს ლოურსენი და დასძენს, რომ რომ ამ ქვეყნისთვის სანქციების მოხსნა ფოთის განვითარებას გარკვეულ საფრთხეს უქმნის, რადგანაც ირანს საკუთარი პორტებიც გააჩნია.

Port Strategy აღნიშნავს, რომ უფრო დიდი კონკურენცია შეიძლება, ფოთის პორტს ანაკლიის პორტმა შეუქმნას და მიუხედავად იმისა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განაცხადა“, რომ პორტი 2019 წლის დასაწყისში გაიხსნება, პროექტის მიმართ ეჭვების მაინც რჩება, რადგანაც რეგიონში ტვირთების მოცულობა არც ისე დიდია და ამასთან, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დიდი ინვესტიციაა საჭირო.

"ახლა რთულია ვთქვათ, როგორ დაიტვირთება პორტი, განსაკუთრებით კომერციული თვალსაზრისით“ - ამბობს ლოურსენი.

GBC.GE



16.თებერვალი.2019 11:20
1716

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
124

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2196

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
113

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
963

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
839

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად