მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

APM Terminal: ფოთის საზღვაო ნავსადგურში სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს

5953cf6713ced
BM.GE
28.06.17 19:45
1113
APM Terminal-ის ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მაერსკის IT სისტემებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც IT სისტემები სრულად გაითიშა მრავალ პორტსა და ტერმინალზე მსოფლიო მასშტაბით.

ამ დროისთვის, გეგმის თანახმად, მე-14 ნავმისადგომზე გადმოტვირთვის სამუშაოები მიმდინარეობს გემიდან UNI ASSURE.

APM Terminal-ის ინფორმაციით, მაერსკის IT სისტემებზე კიბერთავდასხმის გამო, ფოთის საზღვაო ნავსადგურში ამოქმედდა ბიზნესის უწყვეტობის გეგმა, რის შედეგადაც კომპიუტერიზებული სისტემების გამოყენების ნაცვლად ოპერირება ხორციელდება ხელით აღრიცხვიანობის მეთოდით.

ზემოაღნიშნული საბაჟო სამსახურთან და მომხმარებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.

„ყოველივე ეს საშუალებას მისცემს მომხმარებელს მიიღოს ტვირთი შეფერხების გარეშე და კიბერთავდასხმამ მინიმალური გავლენა იქონიოს კომპანიის მომხმარებელზე“, - განმარტავენ APM Terminal-ში.