მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანზორ ქოქოლაძის ბრალდების საქმეზე კიდევ ერთი სასამართლო სხდომა 25 აგვისტოს დაინიშნა

5979e20abaa50
BM.GE
27.07.17 16:50
790
ანზორ ქოქოლაძის ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვები დაიწყო. პირველი სასამართლო სხდომა 24 ივლისს გაიმართა. ანზორ ქოქოლაძე „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ პირველ სხდომაზე საკუთარი არგუმენტები პროკურატურამ წარადგინა, „რომლებშიც დანაშაულის დამამტკიცებელი ნიშნები არ გამოიკეთა და ისინი რეალისტური არ იყო“. ქოქოლაძე დარწმუნებულია, რომ საქმე მის სასარგებლოდ დასრულდება:

„99%-ით ვართ დარწმუნებულები, რომ საქმეს მოვიგებთ, მხოლოდ 1%-ს ვიტოვებ, იმ შემთხვევბისთვის თუ რაიმე ალოგიკური მოხდება ან ვინმე გავლენას იქონიებს სასამართლოზე“,- ამბობს ქოქოლაძე.

მომდევნო სხდომა საქმეზე 25 აგვისტოსაა ჩანიშნული.

„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძის ლობირებაში ადანაშაულებს. ქოქოლაძე ამბობდა, რომ ბრალის წარდგენიდან 6 წლის შემდეგაც სასამართლო ჩანიშნული არ იყო, - ანზორ ქოქოლაძის განცხადების შემდეგ, სასამართლომ პირველი სხდომა სწორედ 24 ივლისს ჩანიშნა.

თავის მხრივ თიბისი-ში ამბობენ, რომ ქოქოლაძე ითხოვს, „სახელმწიფომ, კერძო ბიზნესმა და სასამართლომ - სამივემ აპატიოს მას ჩადენილი უკანონო ქმედებები და ცნოს „დაზარალებულად“, რაც ისეთივე უტოპიაა, როგორც სხვა მის მიერ გამოთქმული არაერთი განცხადება წლების განმავლობაში“.

"თიბისი ბანკსა და ქოქოლაძეს შორის ერთადერთი კავშირი იყო სასესხო ხელშეკრულებები, რომელიც ეხებოდა „ელიტ-ელექტრონიქსს“ და რომელიც მან არაერთგზის დაარღვია - ბანკს რამდენიმე მილიონიანი ზარალი მიაყენა, რის გამოც, სხვა სამართლებრივ ქმედებებთან ერთად, საჭირო გახდა ელიტ-ელექტრონიქსის 55%-იანი წილის/აქციების რეალიზაცია, ხოლო შემდეგ კომპანიის გადასარჩენად სტრატეგიულ ინვესტორზე გასხვისება.

რაც შეეხება სამართლებრივ დავას თიბისი ბანკის მიერ აქციების რეალიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებით - თიბისი ბანკს ქოქოლაძესთან სამოქალაქო დავა ჰქონდა 7 წლის წინ. ეს დავა საქალაქო სასამართლოში მან თავად დაიწყო, კერძოდ, აღძრა საქმე თიბისი ბანკის წინააღმდეგ და მოითხოვა იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც „ელიტ-ელექტრონიქსის“ დაგირავებული აქციების 55% ბანკს გადაეცა საკუთრებაში რეალიზაციისთვის და სასესხო ვალდებულების გასასტუმრებლად. ეს დავა ბანკმა მოიგო სამივე ინსტანციაში“, - განმარტავენ ბანკში.