12.ივლისი.2018 16:40
ეკონომიკა

ანზორ ქოქოლაძე: პროკურატურაში არავის დავუბარებივარ

ანზორ ქოქოლაძე: პროკურატურაში არავის დავუბარებივარ
ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე "ელიტ ელეტრონიქსის" საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში მისი დაბარებას უარყოფს და ამბობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, ის ამჟამად არ დაუკითხავთ.

"როგორც ჩანს ძველი ინფორმაცია გავრცელდა. ამ თემასთან დაკავშირებით 10 წელია ვდაობთ, ჩვენი სარჩელის საფუძველზე მამუკა ხაზარაძე "ელიტ ელიქტრონიქსის" საქმესთან დაკავშირებით პროკურატორუაში 2-3 წლის წინ იყო დაბარებული, თუ ახალი ხდება რამე, ჩემთვის უცნობია. ბოლო ერთი თვეა ამ საკითხთან არანაირი შეხება არ მქონია. ბოლო სასამარლო თუ არ ვცდები, მაისის თვეში ჩაინიშნა და ეხლა ველოდებით, მომდევნო პროცესის ჩანიშვნას" - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.

როგორც ბიზნესმენი ამბობს, 2010 წელს მისი კუთვნილი კომპანია, "ელიტ ელექტრონიქსი", TBC ბანკმა ხელისუფლების მხარდაჭერით უკანონოდ გადაიფორმა, შემდეგ კი ერთ ლარად დავით კეზერაშვილს გადაუფორმა.

"ეს კომპანია კეზერაშვილისა და ადეიშვილის დახმარებით სააკაშვილის ხელისუფლების დროს წაგვართვეს, TBC ბანკი გამტარი იყო, მაგრამ მონაწილე იყო ფაქტიურად ამ დანაშაულის, ამის მტკიცებულებები არსებობს. ჩვენ ვიბრძვით კომპანიის დასაბრუნებლად, როგორც სტრასბურგში, ასევე საქართველოში. 2011 წელს სარჩელი სტრასბურგში შევიტანეთ და ველით გადაწყვეტილებას. 2012 წელს კი, როდესაც საქართველოსი ხელისუფლება შეიცვალა, პროკურატურასაც მივმართეთ და საქმე აღიძრა.

მოგვიანებით 2014 წელს პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, ეს არის "სამართალწარმოების პროცესისი დროს არმოჩენილი დარღვევების დეპარტამენტი", ჩვენ საკითხს ეს დეპარტამენტიც განიხილავს. თითქოს გამოძიება მიდიოდა, საკმაოდ ბევრი სამუშაო ჩაატარა პროკურატურამ, მაგრამ ხელშესახები შედეგი არ მიგვიღია" - განაცხადა "ელიტ ელექტრონიქსისი" ყოფილმა მფლობელმა.



21.ივლისი.2018 18:20
187

ქუმსიშვილის მიერ 12 თებერვალს საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილ წერილზე უწყება პირველ განმარტებას აკეთებს

ვრცლად
21.ივლისი.2018 16:24
510

ვასილ ახრახაძე: ტექდათვალიერების სქემა თავიდანვე იწვევდა ეჭვებს

ვრცლად
21.ივლისი.2018 13:54
546

რას ითხოვს პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროსგან - ქობულიას უწყება განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
20.ივლისი.2018 20:00
487

""საგადასახადო არდადეგების" რეფორმა აუცილებლად უნდა გატარდეს"

ვრცლად
20.ივლისი.2018 18:57
79

"მთავრობის დაპირებები კარგი სასტარტო მაჩვენებელია ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისთვის"

ვრცლად
20.ივლისი.2018 18:00
276

ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც ყველაზე დიდი ჩამორჩენაა

ვრცლად