მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანზორ ქოქოლაძე ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძის ლობირებაში ადანაშაულებს

59649cdd35146
BM.GE
11.07.17 13:38
3539
„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძის ლობირებაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით ბიზნესმენმა დღეს თბილისი მერიოტში ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან უჩა ნანუაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

„მიუხედავად იმისა რომ სასამართლოს ჩანიშნვის მოთხოვნით რამდენჯერმე მივმართე უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, იუსტიციის საბჭოს, ქ. თბილისის სასამართლოს თავმჯდომარეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბრალის წარდგენიდან უკვე 6 წელი გავიდა, მაშინ როცა კანონით განსაზღვრული მხოლოდ 24 თვეა, სასამართლო პროცესები ჯერაც არ ჩანიშნულა. ასევე პროკურატურაში წარდგენილია ყველა მტკიცებულება და დადასტურებული ფაქტები , თუ როგორ ატერორებდა ბიზნესს სააკაშვილის ხელისუფლება , რომელშიც ჩართული ყავდა სახელმწიფო ხელისუფლების თითქმის ყველა შტო, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, საგადასახადო სამსახური, ქალაქის მერი, და სასამართლო. ჩვენს წინააღმდეგ დანაშაულებრივ სქემას ხელმძღვანელობდა ზურაბ ადეიშვილი, ხოლო აღასრულებდნენ დავით კეზერაშვილი და მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკით“. მიუხედავად იმისა რომ პროკურატურამ საქმეზე ძიება 2012 წლის იანვრიდან აქტიურად დაიწყო, დაზარალებულად ცნობაც კი იწელება, ეს ფაქტი აჩენს ლოგიკურ და საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლების გარკვეული წრეები, ისევ აქტიურად მფარველობენ მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც მთავარი ზონდერ ბიზნესმენის ფუნქცია შეასრულა კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ მითვისების დანაშაულებრივ სქემაში“. -- აცხადებს ბიზნესმენი და მიმართავს ხელისუფლებას :

ნუ გახდებით სააკაშვილ, ადეიშვილ, კეზერაშვილ-ხაზარაძის დანაშაულებრივი სქემის თანამონაწილე მოგიწოდებთ:
1. მოხდეს სასამართლო პროცესების დროული ჩანიშვნა
2. დაჩქარდეს ჩემი დაზარალებულად ცნობა
3. დაჩქარდეს ელიტ-ელექტრონიქსის მითვისებასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი სქემების გამოძიება.