მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათის სააგენტომ დახურა საცხობი, რომელიც სკოლას ამარაგებდა

BM.GE
16.04.19 09:55
774
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნინოწმინდაში, ერთ–ერთ საცხობში ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. აღნიშნული საცხობიდან პურ–ფუნთუშეულით ნინოწმინდაში N2 სკოლა მარაგდებოდა. ნინოწმინდაში სურსათის სააგენტომ ის საცხობი დახურა, რომელიც სკოლას ამარაგებდა საცხობრში, რომელიც დაკეტეს, კედელი და ჭერი ცუდ მდგომარეობაში. სკოლაში, რომელსაც საცხობი ამარაგებდა, 200–ზე მეტი ბავში სწავლობს. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, ვიდრე საწარმო პირობებს არ გამოასწორებს, ფუნქციონირებას ვერ შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონლური სამმართველო რეგიონში კვების ობიექტების ინსპექტირებას ახორციელებს.