მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტთან მისასვლელი ინფრსტრუქტურის პროექტირებაზე მორიგი უშედეგო ტენდერი ჩატარდა

5bd7179416822
თამუნა დემეტრაშვილი
29.10.18 18:14
1082
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის დაპროექტების და შემდგომში მშენებლობის ვადები კვლავ გაურკვეველია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული რიგით მესამე ტენდერი ისევ უშედეგოდ დასრულდა. ტენდერში 5 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა კომისიამ ყველა მათგანის დისკვალიფიკაცია მოახდინა. დეპარტამენტი უკვე თითქმის ერთი წელია ცდილობს გამოავლინოს კომპანია, რომელიც პორტთან მისასვლელ საავტომობილო გზასა და რკინიგზის ხაზს დააპროექტებს. ამ მიზნით 11 მილიონი ლარია გათვალისწინებული.