15.მარტი.2019 16:06
ეკონომიკა

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტის მომზადებაზე 4 კომპანია დაინტერესდა

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტის მომზადებაზე 4 კომპანია დაინტერესდა
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, წინადადებების მიღება დასრულდა.

ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა და შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური წინადადება წარმოადგინა. მონაწილეებს შორის, ერთი ქართული კომპანიებისაგან შემდგარი ამხანაგობაა. ასევე, წინადადებები წარმოადგინეს ესპანურმა, ხორვატიულმა და ავსტრალიურმა კომპანიებმა.

პროცედურის პირველ ეტაპზე, შეფასდება ტექნიკური წინადადებები რომლის წონა განისაზღვრება - 80%-ით, ხოლო მეორე ეტაპზე, შეფასდება ფინანსური წინადადებები, რომლის წონა - 20%-ია.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 3 ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა მიზეზით უშედეგოდ დასრულდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

ტენდერების ჩაშლის მიზეზების ანალიზის შედეგად და კვალიფიციური კონტრაქტორის შერჩევის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საპროექტო მომსახურების მიმწოდებელს, ამჯერად, განსხვავებული წესით შეარჩევს.

გამოცხადებული პროცედურის ფორმა შემუშავებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შესყიდვის პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 718 972 ლარს შედგენს. კომპანიასთან, რომელიც კონკურსში საუკეთესო წინადადებას წარმოადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელშკრულების გაფორმებას მარტის ბოლომდე გეგმავს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



19.მარტი.2019 20:30
107

იტალიის ელჩი თიბისის საქმეზე: მსგავსი ფაქტები ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არ არის

ვრცლად
19.მარტი.2019 20:20
140

როდის გამოქვეყნდება FT-სსა და The Economist-ში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი ვაკანსია?

ვრცლად
19.მარტი.2019 19:50
40

ჰონგ–კონგის დელეგაცია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს სწავლობს

ვრცლად
19.მარტი.2019 19:30
217

2019 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგი

ვრცლად
19.მარტი.2019 19:26
270

ჰონგ კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტით დაინტერესდნენ

ვრცლად
19.მარტი.2019 19:10
31

"მეტრა დეველოპმენტი" განცხადებას ავრცელებს

ვრცლად