მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის დამპროექტებელი კომპანია კონკურსით შეირჩევა

5c41f14e4ac58
ლევან თაღიაშვილი
18.01.19 19:25
959

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის დამპროექტებელ კომპანიას ტენდერის - ნაცვლად, კონკურსის გზით შეარჩევენ.

„რაც შეეხება ანაკლიის გზას, 11 მილიონი არის განსაზღვრული საპროექტო სამუშაოებისთვის, შარშან ჩაიშალა ეს ტენდერი რამდენჯერმე, ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ მოდიფიცირებას და არა - ტენდერის, არამედ კონკურსის გზით წავალთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო კონსტრუქციულად შევაფასოთ იმ კომპანიების შეთავაზებები, რომლებიც მოვიდა.

მანამდე ჩაიშალა ტენდერი, რადგან ის კომპანიები, რომლებიც მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდნენ, ვერ აკმაყოფილებდნენ ზუსტად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ტენდერის იურიდიული ფორმა არ გვაძლევდა მოქნილობის საშუალებას, კონკურსის ფორმა კი, მოგვცემს", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით,  მთავრობის უახლოეს სხდომაზე კონკურსის ჩატარების პირობებს შეათანახმებენ.

"როგორც შარშან, წელსაც 11 მილიონი ლარი გვაქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული საპროექტო სამუშაოებისთვის", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.