09.თებერვალი.2016 11:32
საფინანსო სექტორი

ანაბარი - რა უნდა ვიცოდეთ, კომერციულ ბანკში თანხის განთავსებამდე

ანაბარი - რა უნდა ვიცოდეთ, კომერციულ ბანკში თანხის განთავსებამდე
ანაბარი ეს არის მომხმარებლის მიერ ბანკში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. არსებობს ვადიანი, ზრდადი და მოთხოვნამდე ანაბრები. შესაძლოა სარგებელი მიმდინარე ანგარიშებსაც დაერიცხოს. როგორც წესი, კომერციული ბანკები ანაბრის სინონიმად იყენებენ დეპოზიტს. რაც უფრო დიდია დეპოზიტის ვადა, მით უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი.
 
ვადიანი ანაბარი არის მომხმარებლის მიერ ბანკში კონკრეტული ვადით განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ვადიანი დეპოზიტი იხსნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული თანხით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კი თანხის დამატება შეუძლებელია. ჩვეულებრივ, სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით, ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია. ვადიანი ანაბარი იხსნება დაახლოებით 3-იდან 24 თვემდე ვადით.

ზრდადი ანაბარი ვადიანი ტიპის ანაბარია, რომელიც იხსნება კონკრეტული ვადით და ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით. ზრდად დეპოზიტზე მომხმარებელს საშუალება აქვს ანაბრის თანხა შეცვალოს ზრდის მიმართულებით. რიგ შემთხვევაში ბანკები განსაზღვრავენ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასამატებელი თანხის მინიმალურ ოდენობასა და პერიოდულობას. როგორც ვადიანი ანაბრის შემთხვევაში ზრდადი ანაბარიც დაახლოებით 3-იდან 24თვემდე ვადით იხსნება. საბავშვო ანაბარი ზრდადი დეპოზიტის მსგავსად გარკვეული ვადით იხსნება და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს დაამატოს მისთვის სასურველი თანხა. ამ შემთხვევაში ანაბრის ვადა შესაძლოა იყოს ბავშვის სრულწლოვანებამდე: 2-დან მაქსიმუმ 18 წლამდე.

ვადიანი და ზრდადი ანაბრის დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი სრულად გაიტანს მის მიერ დაგროვილ თანხას, თუმცა ვერ მიიღებს იმ სარგებელს, რაც თავდაპირველად, ხელშეკრულების მიხედვით იყო გათვალისწინებული.

მოთხოვნამდე/შემნახველი ანაბარი არის უვადო სახის დეპოზიტი, რომელსაც ერიცხება გარკვეული საპროცენტო სარგებელი. მომხმარებელს საშუალება აქვს შემნახველ დეპოზიტებზე თანხა შეცვალოს როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით. ოპერაციების წარმოების პერიოდულობა შეუზღუდავია. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ანაბრის თანხის დღიური განაღდების ლიმიტი არის დაწესებული. მომხმარებელი თანხის გატანის შემთხვევაში იხდის გარკვეულ განაღდების საკომისიოს. ზოგიერთ შემთხვევაში ნაღდი სახით შეტანილი თანხის გამოტანა უფასოა.

ჩვეულებრივ, შემნახველ დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი ნაკლებია სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლარში გახსნილ ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი საგრძნობლად გაიზრდა, უცხოურ ვალუტაში კი შემცირდა.

საზოგადოება და ბანკები
ავტორი: ანა ბეროშვილი



18.თებერვალი.2019 20:11
1104

გიორგი კეპულაძე: "NGO-ების ჩართულობა TBC-ის საქმეს გამჭვირვალობას შემატებს"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 18:41
707

მამუკა ხაზარაძე: მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტზე ხელშეკრულების გაფორმებას "ურტყამს"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 18:21
549

ბადრი ჯაფარიძე: რატომ დაიწყო პროკურატურამ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შესწავლა, არ ვიცით

ვრცლად
18.თებერვალი.2019 17:14
1058

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე TBC ბანკის საქმეზე პრესკონფერენციას მართავენ

ვრცლად
18.თებერვალი.2019 11:53
56

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება - ის, რასაც ფულით ვერ იყიდი

ვრცლად
18.თებერვალი.2019 11:11
300

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად