18.დეკემბერი.2015 10:20
ბიზნესი

ამიერკავკასიაში პირველად, საქართველოში სუპის ქარხანა "სუპინო" იხსნება

ამიერკავკასიაში პირველად, საქართველოში სუპის ქარხანა "სუპინო" იხსნება
საქართველოში ამიერკავკასიაში პირველად, სუპების ქარხანა „სუპინო“ იხსნება. ქართული სუპები ბაზარზე იანვრის პირველ რიცხვებში გამოჩნდება. საწარმოს თბილისში კომპანია "Geo Food",-ი ხსნის და მასში 35 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის დირექტორი, დავით თაბაგარი აცხადებს, რომ სუპების დასამზადებლად მხოლოდ ქართული პროდუქტი იქნება გამოყენებული.

"უმაღლესი ხარისხის ქართულ ფქვილს და ზეთისხილის ზეთს გამოვიყენებთ. ვფიქრობთ, რომ ბაზარზე ჩვენს კონკურენტებს მაქსიმალურ კონკურენციას გავუწევთ. რაც მთავარია პროდუქციას ეწერება „დამზადებულია საქართველოში“. იმპორტულ პროდუქციას კონკურენციას გავუწევთ, როგორც ხარისხით ასევე ფასით", - აცხადებს თაბაგარი.

მისი თქმით, ქართული სუპების ფასი 40-45 თეთრი იქნება. თავდაპირველ ეტაპზე ცელოფანში დაფასოებული კუბიკების სახით ძროხის, ქათმისა და სოკოს პროდუქტი გამოვა.
კომპანია "Geo Food",-ი საქართველოს ბაზრის 50-60 პროცენტის ათვისებას აპირებს. არსებული ინვესტიციის მოცულობა 2 მილიონს შეადგენს, თუმცა კომპანია უახლოეს პერიოდში გაფართოვებას და აღნიშნული ციფრის 10 მილიონამდე გაზრდას ვარაუდობს.



23.მაისი.2018 21:00
386

ქართველი ფერმერებისთვის შექმნილ აპლიკაციას 30 ათასი მომხმარებელი ჰყავს

ვრცლად
23.მაისი.2018 18:12
78

ბიზნესომბუდსმენი "ბადაგონის" მოწინააღმდეგე მხარესთან შესახვედრად მზადაა

ვრცლად
23.მაისი.2018 17:16
112

როდის გაიხსნება Bassiani მენეჯმენტი დღის ბოლომდე გადაწყვეტს

ვრცლად
23.მაისი.2018 16:21
119

"თბილღვინოს" ტურიზმის მიმართულების განვითარებაში მსოფლიო ბანკი დაეხმარება

ვრცლად
23.მაისი.2018 16:00
348

"აწარმოე საქართველოში": სააგენტო უფრო ახლოს უნდა მუშაობდეს ბიზნესთან

ვრცლად
23.მაისი.2018 15:00
212

"მომხმარებლამდე "დაშპრიცული" ქათამი არ უნდა მიდიოდეს"

ვრცლად