მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული კომპანია Trammo ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა

5c3f23a3d842a
თელარა გელანტია
16.01.19 16:08
669
ამერიკული კომპანია Trammo ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა.

როგორც bm.ge-ის ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან აცნობეს, უმსხვილესი ამერიკული კორპრაციის Trammo ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„შეხვედრას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი, Trammo-ს პრეზიდენტი ედვარდ ვაინერი, ვიცე პრეზიდენტი უიალიამ მარკშტეინი და ფინანსური დირექტორი ვილდან ბეკიროვი ესწრებოდნენ.

Trammo უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია და მინერალური სასუქების უდიდესი ტრეიდერია, რომელიც ანაკლიის პორტში ნაყარი ტვირთების ტერმინალის ინვესტირებით დაინტერესდა.

როგორც შეხვედრაზე Trammo-ს პრეზიდენტმა ედვარდ ვაინერმა განაცხადა, ანაკლიის პორტის პროექტი მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა და ისინი პორტთან თანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ, თანამშრომლობის პროცესში კომპანია უზრუნველყოფს როგორც მაღალი ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას, ასევე ეცდება მნიშვნელოვან წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში“, - ნათქვამია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.