13.მარტი.2018 18:38
ბიზნესი

ამერიკაში ქართული წვენის NADI-ის ექსპორტი იზრდება

ამერიკაში ქართული წვენის NADI-ის ექსპორტი იზრდება
საქართველოში წარმოებული ასკილის წვენის NADI ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იზრდება. ქართული ნედლეულით მომზადებული პირველი ორგანული სერტიფიცირებული (USDA Organic) წვენი სპეციალურად ამერიკული კომპანიისთვის NADI LLC შეიქმნა.

,, პროდუქტისთვის ‘ორგანულობის’ ნიშანდება საკმაოდ ვრცელი და რთული პროცესის გადალახვის შემთხვევაში ხორციელდება, რომელიც ნედლეულის ნიადაგის ინსპექტირებიდან დაწყებული, მისი გადამუშავებით დასრულებული პროდუქტის შექმნამდე, სრული პროცესს გულისხმობს.

ბრენდის სახელი ‘ნადი’ ქართული წარმომავლობის სიყვაა და შრომისთვის შერკებილ ადამიანთა ჯგუფის გაერთიანებას გულისხმობს. NADI-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროცესში დასაქმებულია იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კვებითი პროდუქტების ყველა საერთაშორის სტანდარტების დაცვით ახდენენ უმაღლესი ხარისხის ნედლეულის შეგროვებასა და გადამუშავებას. ხოლო უშუალოდ წვენის წარმოება, თბილისში, კომპანია BPC-ის საწარმოში ხორციელდება და ექპორტზე იგზავნება“ - განაცხადა BPC-ის დამფუძნებელმა, გაგა აბაშიძემ.

NADI-ის პირველი, ერთი კონტეინერის მოცულობის, ექსპორტი 2017 წლის მარტში განხორციელდა და მისი რეალიზაცია ჯორჯიას შტატში, კერძოდ კი ქალაქ ატლანტაში დაიწყო. პროდუქტი ბაზარმა მოიწონა და წელს ექსპორტის გაორმაგება იგეგმება.

,,NADI ორგანული წვენია, რაც მარტივი ენით გულისხმობს ბუნების მიერ შექმნილ პროდუქტს, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე. NADI -ის შესაქმნელად ჩვენს ამერიკელ პარტნიორთან ერთად, საკმაოდ ვრცელი მოსამზადებელი ეტაპები გავიარეთ და ძალიან მოხარულები ვართ, რომ პროდუქტი ამერიკულმა ბაზარმა კარგად მიიღო. ჩვენი სამომავლო მიზანი და ხედვაა რომ NADI საერთაშორისო ბრენდი გავხადოთ და ამერიკელი მომხმარებლის გარდა, ეს მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტი ევროპასაც შევთავაზოთ“ - განაცხადა გაგა აბაშიძემ.
ავტორი: მაია ბიწაძე



20.სექტემბერი.2018 09:00
104

"ჯორჯიან პროდაქტი"-ს ხორცპროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 15:41
557

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 22:00
294

"სვი ჭაჭა მეტრობით" - ალკომეტრი საკუთარი ჭაჭის ჩამოსხმას იწყებს

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 14:00
1390

ქართული რეცეპტებებით დამზადებული სადილები სავაჭრო ქსელში გაიყიდება

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 11:00
1824

ქართული ტრადიციული კერძები ექსპორტზე გავიდა

ვრცლად
15.სექტემბერი.2018 21:00
196

Keyword.ge – ქართული დომეინების "სათავსო"

ვრცლად