13.აპრილი.2016 17:53
მსოფლიო

ამერიკაში ნეგატიური რეკლამებიდან ყველაზე მეტი თანხა ტრამპის "შავ პიარზე" დაიხარჯა

ამერიკაში ნეგატიური რეკლამებიდან ყველაზე მეტი თანხა ტრამპის "შავ პიარზე" დაიხარჯა
New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიისას ნეგატიური რეკლამის ნახევარზე მეტი რესპუბლიკელების კანდიდატის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არის მიმართული. დახარჯული 132 მილიონი დოლარიდან "შავ პიარზე", დაახლოებით 70 მილიონი დოლარი ტრამპის წინააღმდეგ იყო მიმართული, წერს გამოცემა Kantar Media-ს კვლევაზე დაყრდნობით.
 
ამავე დროს, მისმა კოლეგებმა ტრამპის "გასაშავებლად" ბეჭდურ მედიაში 23,5 მილიონი დოლარი დახარჯეს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის წინააღმდეგ განცხადებები სატელივიზიო ეთერში არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისგან, არამედ ჯგუფების მხრიდანაც კეთდება და ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც ტრმპის წინააღმდეგ კამპანიას აფინანსებს, დაარსებულია რესპუბლიკელი მით რომნის მიერ. კანდიდატი მოქმედ ამერიკის პრეზიდენტთან 2012 წლის აშშ-ს არჩევნებზე დამარცხდა.

დონალდ ტრამპი საპრეზიდეტო მარათონის ლიდერია რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის. პირველადი კენჭისყრის შედეგად 38 შტატში მან 736 დელეგატის მხარდაჭერა მიიღო. მილიარდერის შემდეგ რეიტინგში ტედ კრუზია, რომელმაც ამ დრომდე მხოლოდ 463 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა.

აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.



17.ოქტომბერი.2018 21:00
94

"აშშ ცდილობს კონკურენცია გაუწიოს რუსეთს ენერგომატარებლების ბაზარზე"

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 19:20
81

მსოფლიოს უმსხვილესი სტარტაპ-კომპანიები მსოფლიოში

ვრცლად
16.ოქტომბერი.2018 21:05
669

Huawei-მ ინოვაციური სმარტფონები წარადგინა - ვიდეო

ვრცლად
16.ოქტომბერი.2018 17:00
47

საუდის არაბეთი ნავთობის გაძვირებით იმუქრება

ვრცლად
16.ოქტომბერი.2018 14:06
114

Microsoft-ის თანადამფუძნებელი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვრცლად
15.ოქტომბერი.2018 16:51
57

კონტროლი ვალუტით, შესაძლო, მანიპულირებაზე - ტრამპის გეგმები „სავაჭრო ომში“

ვრცლად