მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკაში მდებარე ქართულ რესტორანში ყველაზე მოთხოვნადი აჭარული ხაჭაპურია

5bc86b816e10d
მარიამ ადამია
18.10.18 15:15
791
„კალიფორნიაში ყველაზე დიდი პოპულარობით ქართული სამზარეულოდან აჭარული ხაჭაპური სარგებლობს“ - თემაზე გადაცემა საქმიან დილაში, ამერიაკაში მდებარე ქართული რესტორნის „Bevri”-ის დამფუძნებელმა პაველ სიროტინმა ისაუბრა. მისი თქმით, შეკვეთები ყველაზე ხშირად, აჭარულ ხაჭაპურზე მოდის, მას კი სულ მცირედით, მაგრამ მაინც, ხინკალი ჩამორჩება. რიგით მესამე ყველაზე მოთხოვნადი ქართული პროდუქტი კი - ღვინოა.

„როდესაც რესტორანი გავხსენით, ქართულ ღვინოსთან ერთად, სტუმრებს კალიფორნიულსაც ვთავაზობდით, რადგან უპირატესობას სწორედ მას ანიჭებდნენ. თუმცა შემდეგ დავიწყეთ ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ანუ ვეუბნებოდით, რომ თუ გინდათ განსხვავებულის დაგემოვნება და იმ ქვეყნის უკეთ გაცნობა, რომლის ნაციონალურ კერძებსაც გთავაზობთ, მაშნ ამავე ქვეყნის ღვინოც უნდა გაესინჯათ. უმეტესობა გვიჯერებდა და შედეგად, პროდუქტი მოთხოვნადი გახდა, თუმცა ეს ეხება არა მხოლოდ ღვინოს. ჩვენ მსგავსი მარკეტინგული კამპანია განვახორციელეთ ტარხუნის ლიმონათზე, ბორჯომზე და სხვა ქართულ მინერალურ სასმელებზე.“

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, რესტორანში მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებს კალიფორნიული პროდუქტი, რადგან მენიუს უდიდესი წილი ქართულ კერძებსა და სხვადასხვა ბრენდის ღვინოებს ეთმობა. შესაბამისად იზრდება მოთხოვნა მათზე, რესტორანი კი მოთხოვნის ზრდის პარალელურად გაფართოვებასაც გეგმავს.