მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამანათების განბაჟების მინიმალური ზღვარი შესაძლოა 300-დან 500 ლარამდე გაიზარდოს

5c98aa123ad7b
შოთა ტყეშელაშვილი
25.03.19 14:09
5287
დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ევროპული საქართველოს მიერ შექმნილ კანონპროექტს, რომლითაც საფოსტო გზავნილებზე განბაჟების მინიმალური ზღვარი 500 ლარიდან დაიწყოს.

ინიციატივა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა  კომიტეტს დღეს წარუდგინა.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, თუ გამოწერილი საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატება, ის განბაჟებას ექვემდებარება. ეს დღევანდელი კურსით $112 დოლარის ტოლფასია. მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ განუბაჟებლად გამოიწერონ $187-ის ღირებულების საქონელი.

“საკანონმდებლო ინიციატივა დადებითი ფინანსური შედეგის მომტანი იქნება ყველა საფოსტო გზავნილით მოსარგებლე პირებისთვის, ისინი დაუბრუნდებიან ძველ საშეღავათო ლიმიტის ოდენობას,”- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

განბაჟების 300-ლარიანი ლიმიტი 2009 წლის 10 აგვისტოს დადგინდა; იქამდე 2007-2009 წლებში საფოსტო გზავნილების განბაჟების 1500-ლარიანი ლიმიტი მოქმედებდა. შესაბამისად, 1500 ლარამდე ღირებულების გამოწერილი საქონელი გადასახადისგან იყო გათავისუფლებული. ლიმიტი ხუთჯერ მას შემდეგ შემცირდა, რაც ქვეყანაში ონლაინშოფინგი გახდა პოპულარული.