მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ პრობლემის მოკლე ვადაში გადაჭრის ილუზია არ უნდა გვქონდეს"

5b768a3e9377b
თელარა გელანტია
17.08.18 12:40
841
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, საშინაო ვალის პრობლემის გადაჭრას გარკვეული სტრატეგია სჭირდება და ამჟამად მასზე მუშაობა მიმდინარეობს.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაკარგული საბჭოთა ანაბრების შესაძლო დაბრუნებას და შესაბამისი ფინანსური რესურსის არსებობას შეეხებოდა, რადგან აღნიშნული მთავრობას შიდა ვალად აქვს აღიარებული.

პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ შემუშავდეს ხედვა და ეს საკითხი მოგვარდეს.

„შიდა ვალი გახლავთ ძალიან დიდი გამოწვევა და ბუნებრივია და არასერიოზული იქნება დღეს თქვენ ჩემგან გაიგოთ, რომ ამ მიმართულებით არსებობს რესურსი, რომ ეს პრობლემა ერთი ხელის მოსმით გადავჭრათ, მაგრამ ამ საკითხს აუცილებლად სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგიის ქონა, რომ ამ პრობლემას გავუმკვალდეთ. ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაბამისი დავალება და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც ამ მიმართულებით დაგვეხმარებიან, რომ ეს სტრატეგია შეიქმნას, მაგრამ რაც შეეხება ამ პრობლემის გადაჭრას მოკლე ვადაში, ჩვენ ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ბახტაძემ.