მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ კანონპროექტს ელოდება თითოეული ჩვენი მოქალაქე", - წულუკიანი მასშტაბურ რეფორმას აანონსებს

5c926ef47cbc1
თელარა გელანტია
20.03.19 23:14
1083
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პარლამენტს გადახდისუუნარობისა და აღსრულების ახალი კოდექსების პროექტები წარედგინება.

თეა წულუკიანის შეფასებით, ეს იქნება ძირეული და მასშტაბური რეფორმა, რომელიც ბევრ სიახლეს შესთავაზებს საზოგადოებას და განსაკუთრებით ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს.

,,ძირეული, მასშტაბური რეფორმის პროექტი პრაქტიკულად მომდევნო კვირებში თქვენს წინაშე იქნება წარმოდგენილი. დღეს მოქმედებს უკვე მოძველებული კანონი გაკოტრების შესახებ, გადახდისუუნარობის პროცედურა საჭიროებს რეფორმას და ჩვენ წარმოგიდგენთ სრულიად ახალ კანონს, რომელიც ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ. ამ კანონპროექტს ელოდება თითოეული ჩვენი მოქალაქე, მითუმეტეს ისინი, ვინც ბიზნეს საქმიანობაში არიან ჩართული.

ასევე უახლეს დღეებში თქვენს წინაშე წარმოვადგენთ აღსრულების სრულიად ახალ კოდექსს“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში, სადაც ის „მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატების წინაშე ანგარიშით გამოვიდა.

თეა წულუკიანმა Doing Business-ის რეიტინგში გადახდისუუნარობისა და კონტრაქტების აღსრულების კუთხით საქართველოს სწრაფ წინსვლაზეც გაამახვილა ყურადღება.

,,მიუხედავად იმისა, რომ გადახდისუუნარობის დიდი რეფორმა უახლეს კვირებში იქნება წარმოდგენილი თქვენს წინაშე და მანამდე გადახდისუუნარობა რჩება იუსტიციის სისტემის აქილევსის ქუსლად, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ამ მიმართულებით პოზიციის გამყარება. 2012 წელს საქართველო მსოფლიოში 109-ე ადგილზე იყო, დღეს კი ვართ მსოფლიოში მე-60 და თუკი ამ რეფორმას თქვენი მხარდაჭერა ექნება, ვვარაუდობთ, რომ 2020 წლისთვის აქაც უნდა გავაკეთოთ ძალიან დიდი ნახტომი ბიზნესის შეფასების ნაწილში“, - განაცხადა წულუკიანმა.