მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AlterSocks-მა მათი პროდუქციის დიზაინის უკანონოდ გამოყენების საქმე მოიგო

5b38b2d66e2f4
მარიამ ადამია
01.07.18 16:20
1803
ქართული ორიგინალური წინდების კომპანია “ალტერსოქსის” თანადამფუძნებელი ნინა მენთეშაშვილი BM.GE- სთან საუბრისას აცხადებს, რომ მათ დავა მოიგეს აზერბაიჯანელ ბიზნესმენთან, რომელიც თურქეთში, კომპანიის პროდუქციის დიზაინს უკანონოდ იყენებდა, კერავდა და შემდეგ ქართულ ბაზარზე გაცილებით იაფად ყიდდა. ამიტომაც AlterSocks-ის დამფუძნებლებმა საქმე სასამართლოს გადასცეს, რომლის შედეგადაც, ბრალდებულს ჩამოერთვა დამზადებული პროდუქცია და საშემოსავლო სამსახურმა გარკვეული ოდენობის ჯარიმაც დააკისრა.

„ჩვენ დიზაინი რეგისტრირებული გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა მწარმოებლებს ასეთი დიზაინის გამოყენება ჩვენი თანხმობის გარეშე ეკრძალებათ, თუმცა დაზღვეულები მაინც არ ვართ ფაქტისგან, ანუ მართალია ჩამოერთა საქონელი უკანონოდ გამოყენების გამო და ჯარიმაც დაეკისრა, თუმცა, შესაძლოა ისევ გააგრძელოს საქმიანობა და რეალიზაცია, ამიტომაც მუდმივი კონტროლია საჭირო.“ – აცხადებს ნინა მენთეშაშვილი.