მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alibaba-მ 1 დღიანი აქციის პერიოდში $30 მილიარდი გამოიმუშავა

5bec7c9712a64
ლევან თაღიაშვილი
15.11.18 09:48
740
მსხვილმა საცალო გამყიდველებმა აქციების პერიოდი უკვე დაიწყეს. ე.წ შავი პარასკევი ამერიკის შეერთებულ შტატებში მადლიერების დღესასწაულს უკავშირდება, რა დროსაც კომპანიები მომხმარებლებს უპრეცედენტო ფასდაკლებებს სთავაზობენ. როგორც წესი ის ნოემბრის ბოლოს იმართება ხოლმე, თუმცა მსხვილმა საცალო გამყიდველებმა, როგორებიცაა მაგალითად Walmart და Amazon, გადაწყვიტეს ეს პერიოდი გაეხანგრძლივებინათ. ცხადია, ეს გაზრდილ შემოსავლებს ნიშნავს. ზაფხულში, მხოლოდ Prime Day-ის აქციის დროს 3-4 დღეში ადამიანებმა 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, შესაბამისად მსგავსი აქციები განსაკუთრებულ სტიმულებს აჩენს ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ამერიკაში არ ხდება და ბოლო პერიოდში ჩინეთი ტოლს არ უდებს შემოსავლებით არც ერთ ქვეყანას.

Alibaba-ს 1 დღიანმა აქციამ Single Day, არც მეტი არც ნაკლები 30 მილიარდი დოლარი მოუტანა კომპანიას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აქციის დაწყებიდან მხოლოდ 1 საათში უკვე 10 მილიარდი დოლარის საქონელი იყო გაყიდული, რაშიც ძირითად ნაწილს ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები იკავებენ. აღსანიშნავია, რომ მისმა დამფუძნებელმა ჯეკ მამ 53 წლის ასაკში სულ რამდენიმე ხნის წინ დაანონსა, რომ ის კარიერას ამთავრებს და პენსიაზე გადის. მიუხედავად ამისა, კომპანიის გაყიდვებზე ამას ზემოქმედება არ მოუხდენია.