22.მარტი.2016 14:02
ეკონომიკა

ალექსანდრე ლუკაშენკო: ჩვენი მიზანია, ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარი იყოს

ალექსანდრე ლუკაშენკო: ჩვენი მიზანია, ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარი იყოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრით დაიწყო. როგორც შეხვედრის დაწყებამდე, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის 200 მილიონ დოლარამდე გაზრდაა დაგეგმილი.
 
"მე ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში. ჩვენ ბევრ რამეზე მოვილაპარაკეთ, მაგრამ მთავარია, რომ ჩავხედეთ ერთმანეთს თვალებში და მივხვდით, რომ დიდი შესაძლებლობები გვაქვს. მაშინ მივიღეთ თანამშრომლობის გადაწყვეტილება და პირობას გაძლევთ, რომ უკან არ დავიხევთ. თქვენ ჩვენთვის უცხოები არ ხართ და მიხარია, რომ თავს ისე გრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თანამშრომლობას ეკონომიკის სფეროში, ჩვენი მიზანია, სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარი იყოს და ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გადავდგათ. კარგია, რომ ჩამოხვედით, იცოდეთ, რომ ბელარუსი თქვენთვის უცხო არ არის და როგორც ვიყავით მეგობრული ქვეყნები, დღემდე ვემხრობით ამ პოლიტიკას", - განაცხადა ლუკაშენკომ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკურ ურთიერთობებში კიდევ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი.

 
"პოტენციალი კიდევ დიდია. ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა გვაქვს ინვესტიციების კუთხით. ჩემთვის დიდი პატივია ამ ქვეყანაში ყოფნა, რომელიც მუდმივად გვერდით ედგა საქართველოს, ქართველები ამას აფასებენ. თქვენი პირადი წვლილი ამ ურთიერთობებში დიდია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თქვენს მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტს.

პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობას ვაჭრობის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. საუბარი შეეხო ტურიზმის მზარდ ტენდენციას და გამოითქვა კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გამყარების იმედი.



19.სექტემბერი.2018 20:30
251

შემოსავლების სამსახურმა, შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია შექმნას

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 20:00
299

საქართველოს უმსხვლესი საექსპორტო პროდუქცია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:17
38

საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:15
68

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ნავთობპროდუქტებია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:17
250

"მთის კურორტების კომპანია" ერთ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებას მეათედ აფორმებს

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:43
2348

"ბრძანება შეიძლება გადაკეთდეს, გაუქმდეს ან სხვა გამოსავალი ვნახოთ"

ვრცლად