მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Air Berlin-მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა

599409a783a9a
BM.GE
16.08.17 13:00
923
გერმანიის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Air Berlin, რომელიც 2008 წლიდან მომგებიანი აღარ არის, თავი გაკოტრებულოად გამოაცხადა. ავიაკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის მთავარმა აქციონერმა - Etihad Airways-მა მათ ფინანსურ მხარდაჭერაზე უარი თქვა.

Spiegel Online-ის ინფორმაციით, Air Berlin-ს გასულ წელს 780 მილიონი აშშ დოლარის ზარალი ჰქონდა. ამჟამად კი ავიაკომპანიას 1,2 მილიარდი ევროს ვალი აქვს დაგროვილი.

არსებული ინფორმაციით, ბიზნესის გაყიდვაზე მოლაპარაკებები უკვე შედგა გერმანიის ყველაზე დიდი ავიაკომპანიასთან Lufthansa.

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ კი მას 150 მილიონი ევროს კრედიტი გამოუყო, რისი წყალობითაც ავიაკომპანია ფრენების გაგრძელებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ Air Berlin-ი 1978 წლიდან ოპერირებს და მგზავრების გადაყვანის მოცულობით, გერმანიის ავიაკომპანიებს შორის მეორე, ხოლო ევროპულ კომპანიებს შორის მეშვიდე პოზიციაზეა. გაკოტრებული კომპანია ფრენებს 150 მიმართულებით ახორციელებს და ყოველწლიურად 30 მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს.