23.მარტი.2016 16:25
საზოგადოება

Air Astana მგზავრებს ქართულ ღვინოს შესთავაზებს

Air Astana მგზავრებს ქართულ ღვინოს შესთავაზებს
ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია-კომპანია "Air Astana"-ს მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე შესაძლებლობა ექნებათ ქართული ღვინო დააგემოვნონ. აღნიშნული აქცია "ქართული ღვინის კვირეულის" ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქ. ასტანას საერთაშორისო აეროპორტის ახლად გახსნილ ვიპ–დარბაზში მიმდინარეობს.

"ქართული ღვინის კვირეული" ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია–კომპანია "Air Astana"-ს მხარდაჭერით 18-იდან 23 მარტის ჩათვლით იმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიების გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ექსპოზიცია, ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის თაობაზე, ისაუბრეს საქართველოში მეღვინეობის უძველესი კულტურის და ტრადიციის შესახებ, ხაზი გაესვა იუნესკო-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდის მსოფლიო არამატერიალური კულტურის ნიმუშად აღიარების ფაქტს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილი იქნა საინფორმაციო ილუსტრირებული ბროშურები საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ.

ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია–კომპანია „Air Astana“-ს გადაწყვეტილებით 2015 წლის 2 ივნისიდან ამოქმედდა ავიარეისები ასტანა – თბილისი–ასტანას მიმართულებით.



23.თებერვალი.2019 11:00
61

სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის უცხო ქვეყნის 56 438 ავტომფლობელი დაჯარიმდა

ვრცლად
22.თებერვალი.2019 19:50
1722

BUS LANE-ზე მოძრაობა და პარკინგი 100 ლარით დაჯარიმდება

ვრცლად
22.თებერვალი.2019 17:02
3071

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

ვრცლად
22.თებერვალი.2019 16:13
2599

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს

ვრცლად
22.თებერვალი.2019 15:46
508

წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება

ვრცლად
22.თებერვალი.2019 13:20
473

“იმედია, თბილისი მალე დაემსგავსება ნორმალურ ქალაქს”

ვრცლად