მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროდაზღვევის ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ

5b7c33ab435ae
BM.GE
21.08.18 19:44
735
ახმეტის და თელავის რაიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სრულად აუნაზღაურდებათ. ამ ეტაპზე, ბენეფიციარების მიწის ნაკვეთებზე ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს, რის შემდგომაც, ზიანის ანაზღაურება დადგენილი წესით მოხდება.

თელავისა და ახმეტის რაიონებში, მომხდარი სტიქიის შემდეგ, სადაზღვევო კომპანიებში, ორი დღის განმავლობაში, 780-ზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა.
“ზარალის შეფასების პროცესში აქტიურად არიან ჩართული სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმოამდგენლები და აგროდაზღვევის პროგრამის მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანია.

მიმდინარე წელს, აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.
აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს მაგალითად 30 ჰექტარს, ან 100 ჰექტარს, შეუძლიათ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება”, - განმარტავენ უწყებაში.