მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტების გაერთიანება: Wizz Air-ის მგზავრებს ბილეთები ან უკვე გადაუცვალეს, ან აუნაზღაურეს თანხა

59996124bf7eb
BM.GE
20.08.17 14:12
3033
Wizz Air-ის მგზავრები, რომელთა ფრენაც გადაიდო, უნდა დაუკავშირდნენ ავიაკომპანიის ცხელ ხაზს,- ამის შესახებ "საქმის კურსს" საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთევან ალექსიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მგზავრების დიდ ნაწილს ბილეთები ან უკვე გადაუცვალეს, ან აუნაზღაურეს თანხა, თუმცა, მგზავრებთან მუშაობა ისევ მიმდინარეობს.

„მგზავრები უნდა დაუკავშირდნენ ავიაკომპანიის ქოლ-ცენტრს ან შევიდნენ თავიანთ ანგარიშში ავიაკომპანიის საიტზე, სადაც იქნება ინფორმაცია თანხის შესაძლო დაბრუნების, ან ბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებით. ასევე, თუ რაიმე ხარჯი იქნა გაწეული ტრანსპორტირების თუ სასტუმროსი, ესეც ანაზღაურდება ავიაკომპანიის მიერ. მემინგემის აეროპორტის ინფორმაციით, მგზავრები იქ უკვე აღარ არიან, ნაწილს თანხა დაუბრუნდა, ნაწილს ბილეთები გადაეცვალათ. კვლავ მიმდინარეობს მუშაობა მგზავრებთან“,- აცხადებს ალექსიძე და მოუწოდებს მგზავრებს, ვისაც არც ბილეთ და არც თანხა არ მიუღია, ავიაკომპანიის ქოლცენტრს დაუკავშირდნენ.

შეგახსენებთ, ქუთაისი - მემინგენის რეისი გუშინ უამინდობის გამო მიუნხენში დაფრინდა. ამის შედეგად გადაიდო მენინგენი ქუთაისის რეისიც. მენინგენის აეროპორტში მყოფი მგზავრები დახმარებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ავიაკომპანიისგან ვერანაირი განმარტება ვერ მიიღეს.