მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანის ქვაბებში სატრაპეზოს ამოსაშენებლად ნებართვა იყო გაცემული

BM.GE
30.11.18 09:55
1120
ასპინძაში, ვანის ქვაბებში სატრაპეზოსთვის კედელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით ამოაშენეს. სამხრეთ კარიბჭესათვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ მშენებლობის ნებართვა 2012 წლის აპრილში სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის დროს გაიცა. კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამშენებლო სამუშაოები კი შპს „არქიტექსმა“ შეასრულა. მას შემდეგ რაც ვანის ქვაბებში სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები დაასრულა, იღუმენმა მათე ვაშაყმაძემ აქ მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯარა ჩასვა. როგორც თავად იღუმენი ამბობს, ამისთვის მას ნებართვა არ აუღია.


 http://sknews.ge/index.php?newsid=20387.