მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტების გაერთიანება მცირე აეროპორტების განვითარების კონცეფციაზე მუშაობს

5a8ede365f58b
ელენე გოგბერაშვილი
22.02.18 20:00
1225
აეროპორტების გაერთიანება მცირე აეროპორტების განვითარების კონცეფციაზე მუშაობს.

როგორც ,,საქმის კურსთან’’ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი, ქეთევან ალექსიძე აცხადებს, განიხილება როგორც მცირე აეროპორტების, ისე აეროდრომების განვითარება.

,,ჩვენ დავასრულეთ ამბროლაურის აეროპორტის მშენებლობა. საკმაოდ წარმატებულად მუშაობს ეს აეროპორტი. ამ ეტაპზე გვაქვს აეროპორტების ჩამონათვალი, რომელზეც ვცდილობთ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ საბოლოო ჯამში შევქმნათ იმ აეროპორტების ბადე, რომელიც მომავალში საკმარისი იქნება საქართველოსთვის. ეს იქნება როგორც აეროპორტები, ისე აეროდრომები. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში უკვე შევძლებთ ამ სრული გეგმის წარმოდგენას’’- განუცხადა BM.GE-ს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ქეთევან ალექსიძემ.