25.იანვარი.2016 11:56
საზოგადოება

ადვოკატის პროფესიაში რეფორმა იგეგმება

ადვოკატის პროფესიაში რეფორმა იგეგმება
2017 წლის, 1 იანვრიდან ადვოკატის პროფესიაში რეფორმა იგეგმება. რეგორმას ადვოკატთა ასოციაცია ახორციელებს. ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელი, ირაკლი ყანდაშვილი, აღნიშნავს, რომ რეფორმა კვალიფიციური კადრების მიღებისკენ არის მიმართული.
 
- რა სახის რეფორმებზე გვაქვს საუბარი?

- ადვოკატთა პროფესიის განვითარება ქვეყნის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის ეგიდით და ინიციატივით, მიმდინარე რეფორმა გვაქვს, რომელიც ადვოკატის პროფესიაში კიდევ უფრო კვალიფიციური და მომზადებული კადრების მიღებას ითვალისწინებს და ეს საზოგადოების თითოეული წევრის კმაყოფილებას უნდა იწვევდეს. დღეის მდგომარეობით ადამიანი ადვოკატი რომ გახდეს, მან წარმატებით უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა, მანამდე, რა თქმა უნდა ბაკალავრი უნდა იყოს. გამოცდის ჩაბარების შემდგომ, ერთი წლის სტაჟირება უნდა გაიაროს, რათა ადვოკატთა ასოციაციას აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთი წარმოუდგინოს. თუმცა, რა სახის სტაჟირებას გადის, სად და რას სწავლობს ადვოკატობის მსურველი კანდიდატიეს არ კონტროლდება. სწორედ აღნიშნულ ეტაპს ეხება ის რეფორმა, რაც ამ შემთხვევაში ადვოკატთა ასოციაციის მიერ არის დაგეგმილი. შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ რეფორმაში ფართოდაა ჩართული საერთაშორისო საზოგადოება, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ისევე, როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი, რომელიც მიმდინარე რეფორმას მხარს უჭერს.

- კონკრეტულად რა სახის სტაჟირებაზეა საუბარი?

- ამ ეტაპზე ჩვენ მუშა რეჟიმში ვართ. სწორედ ამ რეფორმით გათვალისწინებულ პროექტზე ვმუშაობთ. არის საუბარი და მოსაზრებები იმაზე, რომ საერთაშოერისო პრაქტიკა გავითვალისწინოთ. კერძოდ, შემიძლია მოგახსენოთ, რომ ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში პეოფესიაში შესვლამდე ეტაპი ძალიან კარგად რეგულირებულია.

ჩვენი კანონით სტაჟირებისთვის ერთი წელია გათვალისწინებული, იგეგმება, რომ კონკრეტული სწავლება გაიაროს თეორიული, ოღონდ არა საუნივერსტიტო საგნების, არამედ კანდიდატმა მისგან განსხვავებული პრაქტიკული უნარები შეიძინოს, რასაც საადვოკატო პროფესიაში თითოეული ადვოკატი საჭიროებს. ცოდნას მხოლოდ პრტაქტიკაში იძენენ და სანამ პრაქტიკაში შევა ადამიანი, მან ის უნდა იცოდეს და დაუფლებული იყოს. ამისთვის ადვოკატთა ასოციაცია სთავაზებს, სპეციალურ კურსებს. იგეგმება, რომ ადვოკატთა სკოლა შეიქმნას და ადვოკატთა ასოციაციის ბაზაზე დაფუძნდეს. მეორე ნაწილი ამ სტაჟრებისა, რა თქმა უნდა, პრაქტიკული სტაჟირება იქნება და ერთობლივად კომბინაცია პრაქტიკული და თეორიული განთლება უფრო კვალიფიციურო კადრის მომზადების წინაპირობა იქნება. ამ ეტაპზე ამ საკითხის ისე დატოვება იხილება, როგორც არის, თუმცა მუშა პროცესია და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული სისტემა ამოქმედდეს. თუ, რა თქმა უნდა, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების ნებაც იქნება.

- ეს ერთადერთი ხარვეზი იყო, რაც ამ პროცესის მიმდინარეობას ახლდა და ეს გამოსწორდება?

- ეს მნიშვნელოვანი საკითხია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვგეგმავთ კვალიფიციური კადრების მიღებას. ადვოკატი იმ პროფესიის წარმომადგენელია, რომელიც კვალიფიციურ, ხარისხიან მართლმსაჯულების შექმნაში იღებს მონაწილეობას.

- შეიძლება ითქვას, რომ მეტი კონტროლი იქნება?
- ეს წინაპირობა იქნება იმისა, რომ საადვოკატო ბაზარზე, საადვოკატო პროფესიაში ჩვენ კიდევ უფრო მომზადებული კადრი მივიღოთ და ამით მხოლოდ კმაყოფილება გამოვიწვიოთ და ამ პროფესიის მიმართ საზოგადოებაში სანდოობა გავზარდოთ.
ავტორი: საქმიანი დილა



23.ოქტომბერი.2018 14:27
16

ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 14:23
14

„სტარტაპერი“ დამწყებ ბიზნესებს ახალ ფინანსურ პროდუქტს სთავაზობს

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 13:38
19

ეროვნული ბანკის, მსოფლიო ბანკისა და IFC-ის ორგანიზებით, კორპორაციული მართვის თემაზე კონფერენცია გაიმართა

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 12:49
43

ელიტ ელექტრონიქსი გაფრთხილებთ!

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 11:39
35

იტალიაში, წყლის ტექნოლოგიების გამოფენას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საერთაშორისო პარტნიორების მიწვევით დაესწრო

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 11:30
168

დასაქმებულის უბედური შემთხვევის დაზღვევა სავალდებულო ხდება

ვრცლად