მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადვოკატი ცაში - skylawyer

5c7019c810d71
ანუკა ჯოხაძე
22.02.19 22:00
2818
იმ შემთხვევაში, თუ ფრენა დაგვიანდა, გაუქმდა ან ავიაკომპანიამ მგზავრს ჩასხდომაზე უარი უთხრა, კომპანია sky lawyer-ს მგზავრის სახელით ყველა საჭირო იურიდიული დოკუმენტის შედგენა შეუძლია.

კომპანია დაიწყებს დავისა და მოლაპარაკებების წარმოებას და ყველა სათანადო სამართლებრივი პროცედურის გავლას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში დავასაც განაგრძობს.

როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი არჩილ ცერცვაძე ამბობს, ყველა საჭირო პროცედურის გავლას skylawyer-ის მომხმარებელი ელექტრონულად, აპლიკაციის საშუალებით ახერხებს. ამასთან, skylawyer-ის მომსახურებით სარგებლობა არა მარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაცაა შესაძლებელი. მომსახურების საფასურს კი მგზავრი, მხოლოდ საქმის დადებითად დასრულების შემთხვევაში იხდის და ეს აღებული კომპანსაციის 20-25%-ია.

“დაახლოებით 6 თვეა, რაც კომპანია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში 500-მდე მგზავრს მოემსახურა. ანაზღაურებულმა კომპენსაციამ კი დაახლოებით 500 000 ლარი შეადგინა. ჩვენი მომსახურება გულისხმობს იურიდიული მომსახურების გაწევას ყველა იმ შემთხევაში, როცა ავიაკომპანია რამენაირად არღვევს მის უფლებებს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს რეისის გადადებას, ბარგთან დაკავშირებულ პრობლემებს - როგორიცაა ბარგის დაზიანება, დაკარგვა. ყველა ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვეხმარებით მგზავრებს. ამავე დროს, მგზავრებს არანაირი რისკი არ აქვთ ჩვენთან ურთიერთობის დროს. ის მომსახურების საფასურს მხოლოდ იმ შემთხევავში იხდის, თუ კი საქმე წარმატებით დასრულდა და ჩვენ მოვიპოვეთ კომპენსაცია”,- ამბობს კომპანია skylawyer-ის მმართველი პარტნიორი.