14.მარტი.2019 16:00
მსოფლიო

Adidas-ი ფსონს ონლაინ-კომერციაზე დებს

Adidas-ი ფსონს ონლაინ-კომერციაზე დებს

Adidas-ის CEO კასპერ რორსტედი ამბობს, რომ ელექტრონული კომერცია კომპანიის განვითარების წამყვანი პრიორიტეტი იქნება.

CNBC-თან საუბარში რორსტედმა თქვა, რომ Adidas-ის აპლიკაცია, რომელიც 2018 წელს გაეშვა, უკვე 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოწერა. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ელექტრონული კომერცია ჯერ მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს. ის ჩვენი კომპანიის მომავალია, ამაზე ორი აზრი არ არის”, - ამბობს რორსტედი.

სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდის წმინდა მოგებამ 2018 წელს 108 მილიონ ევროს (122 მილიონ დოლარს) მიაღწია, რამაც ანალიტიკოსების 88 მილიონიან მოლოდინს საგრძნობლად გადააჭარბა, მეოთხე კვარტლის გაყიდვები კი, 5%-ით 5.23 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

კასპერ რორსტედმა აღნიშნა, რომ 2018 წელს კომპანიამ თავისი ონლაინ ბიზნესი 36%-ით გაზარდა და საბოლოოდ, საუკეთესო წელი გამოდგა მთელი კომპანიის ისტორიაში.

2018 წლის წარმატების მიუხედავად, Adidas-ი პრობლემად საკუთარ მოწოდების ქსელს ასახელებს. კომპანიის CEO-ს განცხადებით, აღნიშნული პრობლემა სავარაუდოდ, 2019 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში შენარჩუნდება. 

კიდევ ერთი გამოწვევა Adidas-ის საშუალო საფასო სეგმენტზე გათვლილ პროდუქციაზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნაა. გაზრდილი მოთხოვნის შედეგად, ამ მიმართულებით კომპანიების დანახარჯებიც გაიზარდა, თუმცა Adidas-ი გაზრდილი თვითღირებულების საპასუხოდ პროდუქციის გაძვირებას არ გეგმავს. 

Adidas-ის კიდევ ერთი გამოწვევა, ევროპის რეგიონში გაყიდვების შემცირებაა. 

მიუხედავად გამოწვევებისა, 2019 წლისთვის კომპანიის გაყიდვები 10-14 პროცენტით გაიზრდება, ხოლო საოპერაციო მარჟა კი, 11.5%-ით არის დაგეგმილი.

ავტორი: ირინა ჩოჩუა



19.მარტი.2019 19:30
240

2019 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგი

ვრცლად
19.მარტი.2019 18:40
341

დუბაიში დაბალბიუჯეტურ სასტუმროებზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.მარტი.2019 11:00
1066

როგორი იქნება Samsung-ის "მოქნილი" სმარტფონი

ვრცლად
19.მარტი.2019 00:10
1997

აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა 24 საათში $6.1 მილიონი შემოწირულობა მიიღო

ვრცლად
17.მარტი.2019 00:13
991

ინოვაციები, რომლებიც მომავალში ცხოვრებას შეცვლის

ვრცლად
16.მარტი.2019 10:15
3236

Tesla-მ ახალი ელექტრომობილი Model Y წარადგინა

ვრცლად