მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

5ba35158c2219
BM.GE
20.09.18 11:49
430

ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,5 პროცენტით.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით,  აღნიშნულ პერიოდში ფასები 0,7 პროცენტით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,2 პროცენტით. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა 6,0 პროცენტით. ფასების 4,0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. ფასები 14,1 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე 8,2 პროცენტით.