15.მარტი.2019 12:00
ეკონომიკა

ადგილობრივებმა შიდა ტურიზმში 144.8 მილიონი ლარი დახარჯეს

ადგილობრივებმა შიდა ტურიზმში 144.8 მილიონი ლარი  დახარჯეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს. 

2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 914.1 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 4 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მონაცემებს.

2018 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 481.4 ათასით განისაზღვრა, რაც 6.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წელს ვიზიტორების 37.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 ასაკობრივ კატეგორიას.

ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 54.9 პროცენტს შეადგენდა: გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 26.4 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 18.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.1 პროცენტი აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.


ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 288.8 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (198.9 ათასი ვიზიტი თვეში).

2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 144.8 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 6.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



19.მარტი.2019 21:15
50

"სახელმწიფოს მხრიდან მეტი ნოვაციაა საჭირო, რათა საგარეო მიმართულება ევროპისკენ განვითარდეს"

ვრცლად
19.მარტი.2019 20:30
165

იტალიის ელჩი თიბისის საქმეზე: მსგავსი ფაქტები ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არ არის

ვრცლად
19.მარტი.2019 20:20
195

როდის გამოქვეყნდება FT-სსა და The Economist-ში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი ვაკანსია?

ვრცლად
19.მარტი.2019 19:50
40

ჰონგ–კონგის დელეგაცია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს სწავლობს

ვრცლად
19.მარტი.2019 19:30
254

2019 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგი

ვრცლად
19.მარტი.2019 19:26
380

ჰონგ კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტით დაინტერესდნენ

ვრცლად