მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში მანდარინის ექსპორტისთვის ემზადებიან

5ba4d17a1079c
დიანა ვაშაყმაძე
21.09.18 15:08
711
11 და 12 ოქტომბერს აჭარაში აგროფორუმი გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი ციტრუსის სეზონი იქნება. ფორუმის მიზანი სამიზნე ქვეყნების დაინტერესებაა. სამიზნე ქვეყნებია, როგორც პოსტ საბჭოთა სივრცე, ისე რამდენიმე ევროპული ქვეყანა.

აჭარიდან ციტრუსის ევროპის მიმართულებით ექსპორტს შპს "თისიეფ" ჯორჯია ახდენს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, კახა შავაძემ BM.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ წელსაც გეგმავს მანდარინის ევროპაში ექსპორტს. კომპანია მზადაა სამიდან, ოთხი ათას ტონამდე სტანდარტული ციტრუსი ჩაიბაროს, რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, სამიდან, ხუთი ათას ტონამდე არასტანდარტული მანდარინი სჭირდებათ, რომლისგანაც კონცენტრირებულ წვენს ამზადებენ. კონცენტრირებულ წვენის რეალიზაცია ხდება როგორც, ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე.

გასული წლის მსგავსად, არასტანდარტული მანდარინის ფასი ფიქსირებულია და 20 თეთრს შეადგენს.

"წინა წლების მსგავსად 2018 წლის ციტრუსის სეზონისთვისაც გაგრძელდება სუბსიდირება. საკონსერვო წარმოებისთვის განკუთვნილი, არასტანდარტული მანდარინისთვის სახელმწიფო 10 თეთრს გამოყოფს, 10 თეთრს კი მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოები დააფინანსებენ."- ეს განცხადება BM.ge-სთან აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ გააკეთა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად შეძლებს ფერმერი გაყიდოს სტანდარტული მანდარინი. BM.ge ციტრუსის ჩამბარებელი პუნქტის რამდენიმე წარმომადგენელს დაუკავშირდა, ისინი აცხადებენ, რომ სტანდარტული ციტრუსის ფასი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს.