მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში 100 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება

59536387dfac3
BM.GE
28.06.17 12:00
1547
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 4 საინვესტიციო მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით პირობებიანი ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორები ყველა ქონებაზე ჯამში დაახლოებით 100 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

პროექტის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიებზე მრავალფუნქციური ობიექტიების, მათ შორის სასტუმროს, სავაჭრო ცენტრის, მიწისქვეშა/მიწისზედა ავტოსადგომის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის და სხვა ობიექტების მშენებლობა იგეგმება.

აუქციონი შემდეგ მიწის ნაკვეთებზე გამოცხადდა:

1. ქ.ბათუმი,ტ.აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ. N5-ში მდებარე 3206 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის და კობალაძის ქუჩების კვეთაში მდებარე 12 971 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი

3. ქ.ბათუმში, ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ.N5-/აბუსერიძის ქ. N17-ში მდებარე 3802 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, პრივატიზების მიზნით პირობებიანი ელექტრონული აუქციონი

4. ქ.ბათუმში, ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ.N5-/აბუსერიძის ქ. N17-ში მდებარე 4169 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, პრივატიზების მიზნით პირობებიანი ელექტრონული აუქციონი