11.თებერვალი.2019 11:51
ეკონომიკა

აჭარაში ტექნოპარკი გაიხსნება

აჭარაში  ტექნოპარკი გაიხსნება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ამახვილებს, ამიტომაც უახლოეს მომავალში, აჭარაში ტექნოპარკი გაიხსნება, რომელიც ახალგაზრდებს დამატებით საშუალებას და შესაძლებლობებს გაუხსნის“, - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„მთავრობა იზრუნებს იმაზე, რომ ტექნოპარკი იყოს მაქსიმალურად წარმატებული და ჰქონდეს საერთაშორისო კავშირები. ამის მიღწევაში კი, ტალინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენაც შეგვიწყობს ხელს, სადაც ახლა ვიმყოფებით. ჩვენ აუცილებლად გავიზიარებთ იმ კარგ გამოცდილებას, რომელიც ამ ქვეყანაშია დაგროვილი, იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ როგორც დაფინანსების მოპოვება თავიანთი სტარტაპებისთვის, ასევე ჰქონდეთ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა. ვფიქრობ, ის ნოუჰაუ, რომელიც ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაშია შექმნილი, საქართველოშიც იქნება გადმოღებული და ამ ტრანსფერით მოხდება ახალგაზრდების მეტად ხელშეწყობა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის: ტალინში ტურისტულ გამოფენაზე - „TUEREST 2019” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამოუკიდებელი სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
ავტორი: მარიამ ადამია



19.თებერვალი.2019 14:53
84

"ხაზარაძე და ჯაფარიძე დეპუტატებთან შესახვედრად მზად არიან"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:42
133

ქობულია ამტკიცებს, რომ "თიბისი ბანკის საქმეს" ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:40
122

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
297

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
226

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
303

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად