მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

5beead496f3d4
BM.GE
16.11.18 15:42
1220
წლის 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ყველაზე მეტი შემოსავალი წლის განმავლობაში აგვისტოში დაფიქსირდა და მან 442.9 მლნ დოლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით, კი ყველაზე დიდი ზრდა აპრილში დაფიქსირდა, როდესაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 33%-ზე მეტად გაიზარდა და 238.9 მლნ დოლარი შეადგინა.

2017 წელს ჯამში საქართველომ ტურიზმიდან 2.7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 10 თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 17.5%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, სულ 7.5 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. აქედან ტურისტი 4.2 მილიონი იყო.