მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 ირანულმა ბანკმა საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემა SWIFT-თან წვდომა მიიღო

56b044fd02ec0
BM.GE
02.02.16 09:50
1888
2012 წელს თეირანის წინააღმდეგ შემოღებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, დაახლოებით 30 ირანული ბანკი გაითიშა SWIFT-დან. ახლა კი, როდესაც სანქციები იხსნება, ბანკებს ეტაპობრივად ოპერაციების განახლების უფლება ეძლევათ.

"ბანკები დღეიდან SWIFT -ზე წვდომას იღებენ. ჩვენ ბანკებს დრო დასჭირდათ, რათა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოემზადებინათ და დღეს მათ მუშაობის განახლება შეუძლიათ", - განაცხადა ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა მოჰსენ ჯალაპურმა.

ირანს მხოლოდ ის სანქციები ეხსნება, რომლებიც ბირთვულ პროგრამასთან იყო დაკავშირებული, ხოლო აშშ-ის მიერ ადრე დაწესებული შეზღუდვები ისევ ძალაში რჩება. სხვა ქვეყნების ბანკებისგან განსხვავებით, ამერიკულ ბანკებს კვლავ ეკრძალებათ ირანში საქმიანობა.