მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 1,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

5b7ab82da587d
BM.GE
20.08.18 16:45
1277
იანვარ-ივლისში საქართველომ ტურიზმიდან 1,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. აქედან ყველაზე მეტი - 431 მლნ დოლარის შემოსავალი დაფიქსირდა ივლისში, რაც 13.7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ყველაზე მეტად ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მარტში გაიზარდა და ზრდამ 28.9% შეადგინა.

იანვარი-ივლისის თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 4,600,988 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.9%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 3,843,036 შეადგინა, ზრდა+15.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,498,751 შეადგინა, რაც 433,624-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +21%) ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), რუსეთიდან (+24.1%) თურქეთიდან (+20.4%) და სომხეთიდან (+2.1%) შედგა.