10.თებერვალი.2016 22:22
ტექნოლოგია

6 მავნე ჩვევა სოციალურ ქსელებში, რომელმაც შესაძლოა სამსახური დაგაკარგვინოთ

6 მავნე ჩვევა სოციალურ ქსელებში, რომელმაც შესაძლოა სამსახური დაგაკარგვინოთ
სოციალური ქსელები ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს უკავებს ჩვენს პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში. ცნობილია უამრავი შემთხვევა, როდესაც Facebook-სა თუ Twitter-ზე დაუფიქრებლად გამოქვეყნებული პოსტის გამო, ადამიანებს ათავისუფლებდნენ სამსახურიდან. მსგავსი ფაქტების ასაცილებლად, რეკრუტერებმა, (კადრების შერჩევით დაკავებულმა ადამიანებმა), Business Insider-ზე ჩვენს მიერ სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები გამოაქვეყნეს.
 
კინკლაობა და ჭორები

თუ თვლით, რომ თქვენი სტატუსი ჰეშტეგით #ვერვიტანჩემსსამსახურს არაფერს ნიშნავს და ეს მხოლოდ საკუთარი თავის დამშვიდებაა - ძალიან ცდებით, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, სანამ მსგავსს "ჩაიდენთ". ნუ იჭორავებთ და ნუ გაკიცხავთ თქვენს ახლანდელს თუ ყოფილ თანამშრობლებს სოციალურ ქსელებში. ეს თქვენი პირველი მინუსია, რომელიც აუცილებლად მიიპყრობს უფროსის ყურადღებას.

თუ რეკრუტერები გაიგებენ, რამდენად საჯაროს ხდის კანდიდატი სამსახურეობრივ ურთიერთობებს, დიდი ალბათობით, მსგავსი პირი დაკარგავს ადგილს იქ, სადაც საჭირო იყო გუნდური მუშაობა.

Venerate Media Group-ის დამაარსებლის, დევიდ ბლეიქერის თქმით, ადამიანები ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელებს იმედგაცრუების სხვისთვის გასაზიარებლად. თუმცა კოლეგების ხსენება პუბლიკაციებში მხოლოდ დადებითადაა რეკომენდირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაივიწყეთ მომავალში სამსახურის პოვნა.

ზედმეტი გულახდილობა

ყველამ ვიცით, რომ სოციალურ ქსელებში ჩვენი პირადი ცხოვრების, ჰობის, გატეცებების შესახებ საუბარი და ამაზე რაიმე ინფორმაციის გამოქვეყნება - აბსოლუტურად თავუფალია. რეკრუტერებმა რატომ უნდა თქვან თქვენზე უარი, თუ კი ზედმეტად რომანტიულ სტატუსს აქვეყნებთ? მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვაზე პასუხს, დიდი ალბათობით, სწორად გასცემთ, მსგავსი რამ მაინც უნდა გახადოთ ზომიერი.

არ იხუმროთ რელიგიაზე. კარნეგი მელონის 2014 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ მუსლიმების დისკრიმინაციის შემთხვევები, ქრისტიანებისაზე ბევრად მეტია. რეკრუტერები კანდიდატებს რელიგიაზე აქცენტირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

ორსულობა - ერთ-ერთი აქტუალური თემაა. რაისის უნივერსიტეტის 2013 წლის კვლევი თანახმად, ორსული თანამშრომლები უფროსებისგან ხშირად იღებენ შენიშვნებს. ეს კი ზემოხსენებული ქალბატონების გაღიზიანებით, ცუდი ხასიათითა და ჩხუბისკენ მისწრაფებითაა გამოწვეული. "დამსაქმებელს არ აქვს უფლება სახალხოდ გააკრიტიკოს, თანამშრომელი მსგავსი მიზეზების გამო (ორსულები ხშირად ვერ აკონტროლებენ ემოციებს), თუმცა მათ შეუძლიათ იმის თქმა, რომ ამ თანამდებობაზე უკეთესი კანდიდატი მოიძებნა", - ამბობს დევიდ ბლეიქერი.

ამასთან, უმარავი ადამიანი არც ფიქრდება იმაზე, რომ რელიგიური თუ საოჯახო ხასიათის პოსტმა შესაძლოა პოტენციურ დამსაქმებელს უარი ათქმევინოს მის კანდიდატურაზე. ამიტომ, თუ თქვენ მათ რიცხვს მიეკუთვნებით, მაქსიმალურად შეეცადეთ თავი აარიდოთ მსგავს შემთხვევებს.

გრამატიკა პირველ რიგში

ალბათ, ბევრი ჩვენგანი არ ანიჭებს მნიშვნელობას "რა თქმა უნდა" ერთად დაწეროს თუ ცალ-ცალკე, ან "ახლა" თუ "ეხლა"…ეს სამწუხარო ფაქტია, რადგან რეკრუტერთა 66% მსგავს საქმეში უპასუხისმგებლო კანდიდატების აყვანაზე უარს ამბობს, - რაც, აპრიორი, გამართლებულია. რეკრუტერი და ბლოგის, AskTheHeadhunter-ის, ავტორი, ნიკ კორკოდილოსი, თვლის, რომ გრამატიკული შეცდომები უყურადღებობის კარგი მაჩვენებელია, ეს კი ძალიან დიდი მინუსია წარამტებული კომპანიის თანამშრომლისთვის. სასაცილოა, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, რეზიუმესა თუ რაიმე პროფესიონალურ რესურსზე კანდიდატები ყველა გრამატიკული ნორმის დაცვით წერენ ტექსტებს, სამაგიეროდ, სოციალური ქსელის პუბლიკაციასა თუ კომენტარში ყოველივე ამას ივიწყებენ.

საეჭვო კონტენტი

"ვის არ დაულევია!?", თუმცა ზუსტად მსგავსი ცხოვრების წესის ამსახველმა ფოტომ სოციალურ ქსელში შეიძლება დაგაკარგვინოთ სამსახური, ან გამორიცხოს თქვენი კანდიდატურა რომელიმე კარგი კომპანიისთვის. ალბათ, შემეწინააღმდეგებით, იტყვით, რომ ნებისმიერ ჩვენგანს აქვს გამოქვეყნებული მსგავსი რამ, მაგრამ თუ ეს არაა ერთჯერადი სახის და მუდმივად მეორდება? რა ხდება ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, კარგი რეკრუტერი, რომელმაც "გადაქექა" თქვენი გვერდი Facebook-ზე, უარს იტყვის თქვენზე, როგორც კარგ კადრზე, მიუხედავად იმისა, რამდენად ხარისხიანი რეზიუმე გქონდათ მომზადებული.

ეს ყველაფერი არამხოლოდ აწვდის დამსაქამებელს ინფორმაციას ცხოვრებაზე თქვენი შეხედულებების შესახებ, არამედ უჩვენებს მას თუ როგორ ზრუნავთ საკუთარ რეპუტაციაზე.

კრიტიკის უარყოფა

თუ კი რეკრუტერები აღმოაჩენენ, რომ აკრიტიკებთ ვინმეს რელიგიური, სქესობრივი, რასობრივსა თუ სხვა მიზეზებით, ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა უგულებელყოფილი იქნება.

ერთხელ ბლეიქერმა სამსახურიდან ქალბატონი ქალბატონი ტვიტერზე განთავსებული რასისტული სტატუსის გამო, რომელსაც ჰქონდა ჰეშთეგი: #შავიისტორიისერთიწუთი. რა თქმა უნდა, შემდგომში ამ თანამშრომელმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, თუმცა საბოლოოდ, ის უმუშევარი დარჩა.
IHUB Tbilisi
ავტორი: ვიქტორია საკუროვა



26.სექტემბერი.2018 17:19
650

"დიღმის ტყე-პარკში ნაკვეთების გამოსყიდვის საშუალება ბიუჯეტს არ ექნება"

ვრცლად
14.აგვისტო.2018 12:45
22664

თბილისში წლის ბოლომდე „ბოთლიყლაპია აპარატები“ გამოჩნდება

ვრცლად
13.აგვისტო.2018 18:27
1127

საპარტნიორო ფონდის დაფინანსებული ვერტიკალური ავტოპარკინგით ინვესტორი არ დაინტერესებულა

ვრცლად
13.აგვისტო.2018 17:41
7195

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ მიწისძვრის გამზომი აპარატი შექმნა

ვრცლად
07.ივლისი.2018 19:30
457

ტრადიციულ ქართულ ქვევრს 3D ტექნოლოგიით დაამზადებენ

ვრცლად
02.ივნისი.2018 21:30
353

ღვინის მომხმარებლები აპლიკაციით მარანში მოგზაურობას შეძლებენ

ვრცლად